მოვსარ ევლოევმა ქართველებს მიმართა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა ებრძოლათ, თუმცა დაპირისპირება ვერ შედგა, რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაემართა, ხოლო ქართველმა ახალ მეტოქესთან, ჩარლს ჟორდენთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ექიმებმა წონის კლების შეწყვეტა მოთხოვეს.

სოციალურ ქსელში ათლეტები ერთმანეთს ღიად უპირისპირებოდნენ, რამაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობაც გამოიწვია. რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით ქართველ ხალხს მიმართა:

"გამარჯობა, გენაცვალე! საყვარელო ქართველებო! ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ, ქართველი ერი უდიდეს პატივს ვცემ! საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდა!
ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისათვის ყოველთვის ღიაა!"

შეგახსენებთ, რუსმა ათლეტმა UFC-ის ხელმძღვანელობას ილიას ბრძოლის მარტში ჩანიშვნა შესთავაზა, ყველაფერს დრო გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 19 /
მაგარი კაცი. წარმატებები ქართველებისაგან
ქართველი
23 იანვარი 2022 12:46
1
Რა მაინტერესებს იცით? Ამ საუბრების გარეშე, რაც ილიამ და გიგამ იდაპარაკეს ბრძოლა არ შეიძლება? Ანუ ვალდებულები არიან, რომ მეტოქეზე ასე ისაუბრონ? Ვერ ვერკვევი ამ სპორტში და მაინტერესებს. Მადლობა
Გოგი
23 იანვარი 2022 12:47
2
გიგამ თვითონ დაიწყო და ზედმეტი მოუვიდა, ილიას რაც შეეხება თვითონ არ დაუწყია, მაგრამ მაინც ზედმეტი მოუვიდა. დვალიშვილი არის უფს-ში მაგალითი იმის, რომ შეიძლება შეინარჩუნო ღირსება, ვაჟკაცობა და ქართული გეკავოს. არ შეგვფერის ქართველებს ტრიბაჩი და ყოყლოჩინობა.
sul2
24 იანვარი 2022 01:17
0
მოვსარ!კარგი განცხადება გააკეთე,ქართველებს და ინგუშებს ძმობის მეტი არაფერი გვაკავშირებს,ასე იქნება მომავალშიც.
რაც შეეხება შენსა და ილიას შორის ჩხუბს,თუ გული გერჩით იჩხუბეთ და ერთმანეთს ნუ გალანძღავთ,ურთიერთ ლანძღვა ვაჟკაცის წესი არ არის,გამარჯვებული კი რინგმა გამოავლინოს და დამარცხებულმა აუცილებლად უნდა მიულოცოთ გამარჯვებულს,ორივეს გისურვებთ წარმატებებს.
zastaveli
23 იანვარი 2022 19:08
0
მაგას უცხოელების გასაგებად ამბობენ, სადაც ვაჟკაცობას სულ სხვა რაკურსით უყურებენ.
ზაზა
23 იანვარი 2022 20:16
0
აი კაცური საქციელი! აი კავკასიური ღირსება! რა გჭირთ თქვენ რა კვეხნა და თრეშ თოკი თუ რაღაც ჯანდაბა აგიტყდათ. არ დაივიწყოთ ვისი გორისა ხართ!!!
ლაშა-გიორგი
23 იანვარი 2022 23:04
0
რატო ბლატაობს ეს თოფურია ამდენს და ასე წინასწარ,რო გაიგდოს ამ რუსმა ახლა მერე რას იტყვის ? პატივისცემით უნდა მოეკიდო ყველა სპორტში ნებისმიერ მეტოქეს.თორე თუ გაგიგდებს წიხლქვეშ მერე საათქმელიც არაფერი გექნება
ზაზა
24 იანვარი 2022 03:56
16
თავიდან ევლოევმა დაიწყო ბლატაობა, ილიას ჩვარი უწოდა! ამიტომ შესაბამისი პასუხიც მიიღო ილიასაგან.
წუა
24 იანვარი 2022 11:30
0
ინგუშები ჩენი ძმები არიან. ყველაზე დასაფასებელი კავკასიელები ჩემთვის, თავიანთი ჩვენდამი დამოკიდებულებების გამო. რაც შეეხება ამ ვაჟკაცს: თვითონ დაიწყო კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო?! - ღირსეულად უნდა გაცე პასუხი ყველას და არა მისივე შეცდომები გამიმეორო.
მგელუკა
24 იანვარი 2022 11:49
1
ევლოევი ისეᲗივე რუსია როგორც მე Ჩინელი,კაცმა კაცურაᲓ გვიᲗხრა,რომ გვაფასებს და მეც ვაფასებ ინგუᲨებს,მარᲗლაც,რომ Ჩვენი მეგობარი ერია,რომელ ქარᲗველს მოგვწონდა როდესაც.საბᲭოᲗა კავᲨირის დროს ყველას რუსებს გვეᲫახდნენ,სტატიის ავტორს ის Თუ არ იცი,რომ რუსეᲗი ფედერაციული რესპუბლიკა არის,ერᲗ ერᲗი რესპუბლიკა არის ინგუᲨეᲗის რესპუბლიკა და ინგუᲨი არ არის რუსი,ევლოევი კი კარგი კაცი ყოფილა,ვენაცვალე ინგუᲨებს.
გოჩა
23 იანვარი 2022 22:33
0
ისე კი, რომ იცოდე, ინგუშებს თავისი დროშაცა აქვთ!!!
ინკვიზიტორი
26 იანვარი 2022 10:54
0
პირველად ამან მიაყენა შეურაცხყოფა ილიას და პასუხიც მიიღო. აქ ეროვნება არაფერ შუაში არ არის
gio
23 იანვარი 2022 13:43
9
გენაცვალე მოვსარ ჯიგარი ხარ! ingushi nashi bratia i siostri,mi vsegda privetstvuem vas.vsegda dobro pojalovat knam!
გეგი
23 იანვარი 2022 20:17
1
ჯიგარი ხარ მოვსარ და ინგუშებიც ჯიგრები ხართ. ილიაც ჯიგარია და ზედმეტი ნუ მოგივათ
კავკასია
23 იანვარი 2022 19:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული