"გადი ოქტაგონზე..." - ბისპინგმა ჯონ ჯონსი გააკრიტიკა

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა ჯონ ჯონსი ნგანუსა და განის სატიტულო ორთაბრძოლის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო გააკრიტიკა.

ინგლისელის თქმით, სოციალური ქსელიდან საქმეს ვერავინ დაამტკიცებს.

"როგორც უკვე ვთქვი, მორჩით "ტვიტერზე" წერას და გადით საჩხუბრად. შეხედეთ, მე ჯონსის გულშემტკივარი ვარ, მაგრამ ის ცდილობს, იბრძვის.

"ტვიტერზე" შესვლა ყველას შეუძლია, კომპიუტერთან ჯდომით და წერით არაფერს რისკავ, გადი ოქტაგონზე" - წერს ბისპინგი.

შეგახსენებთ, ჯონსმა მსგავსი წერილი დაწერა:

"თუ ეს ამ ბიჭების მაქსიმუმია, მაშინ მხნედ დავრჩები, ახალი რეკორდები მე მელოდება. დასასრულს გეტყვით, რომ ორივეს დავამარცხებ" -
განაცხადა ჯონმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული