"უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არასდროს მოხდება..." - გეიჯი კონორის დაბრუნებასა და ოლივეირასთან შესაძლო ბრძოლაზე საუბრობს

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ კონორ მაკგრეგორის ჩარლზ ოლივეირასთან შესაძლო სატიტულო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"კონორი ახლა არარელევანტურია, ირლანდიელს ფეხი აქვს მოტეხილი. შესაბამისად, საჩემპიონო ორთაბრძოლას ჩემამდე ვერ გამართავს.

თქვენ, ჟურნალისტებო, უნდა იცოდეთ, რა არის სწორი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არასდროს მოხდება", - განაცხადა ჯასტინმა.

შეგახსენებთ, ბოლოს ჯასტინმა 2021 წლის 6 ნოემბერს, UFC-ის 268-ე ღონისძიებაზე იასპარეზა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული