UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე ლეგენდარულმა დონ ფრაიმ გულშემატკივარს გვარიანად დაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ანაჰეიმში, UFC-ის 270-ე ღონისძიების მსვლელობისას ტემპერატურა პიკს არამხოლოდ ოქტაგონზე, არამედ ტრიბუნაზეც აღწევდა.

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ლეგენდარული დონ ფრაი გულშემატკივარს დაუპირისპირდა და გვარიანადაც დაარტყა.

56 წლის ასაკში "ულვაშიანი გმირი" ხელჩართულ ბრძოლასაც კი არ ერიდება და თამამად აჩვენებს, რომ მშვენიერ ფორმაშია.

როგორც TMZ ირწმუნება, ფრაის მოწინააღმდეგე ნასვამი იყო და ლეგენდას ჩხუბი შესთავაზა, რაზედაც საკადრისი პასუხი მიიღო.

მომზადებულია championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული