თოფურია UFC-ის პრეზიდენტს შეხვდა - ქართველი მსოფლიოს ჩემპიონობას ახალ წონით კატეგორიაში შეუტევს

AutoSharing Option
ილია თოფურიას მომავლის შესახებ ესპანური გამოცემა elespanol-ი წერს:

"თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. იანვრის თვეში არშემდგარი (ექიმებმა წონის კლება აუკრძალეს) ორთაბრძოლის შემდეგ ხმები გავარდა, რომ როგორც მინიმუმ, ივნისის თვემდე ქართველი რვაკუთხედში ვერ გავიდოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, ილია მომდევნო დაპირისპირებას ლონდონში ჩასატარებელ ღონისძიებაზე (მარტში) გამართავს. მაშასადამე, ოცნებისკენ სვლაც გაგრძელდება. მოგეხსენებათ, "მატადორის" მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა გახლავთ.

ილია და ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა ვაითი ერთმანეთს ლას-ვეგასში შეხვდნენ, რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველ-ესპანელი ლონდონში იბრძოლებდა. ეს პირველი სიახლეა, მეორე კი ისაა, რომ წონითი
კატეგორია შეიცვალა, ახლა "მატადორი" მსუბუქ დივიზიონში გადავა, სადაც გამოდიოდა ხაბიბ ნურმაგომედოვი და დღემდე მონაწილეობს კონორ მაკგრეგორი.

Sportall.Ge

ილიამ დანასგან დაპირება მიიღო, რომ თუ 5 საუკეთესო მებრძოლში მოხვდებოდა, ბრძოლას ესპანეთში ჩანიშნავდა, მოგეხსენებათ, თოფურიას ოცნებაა ბრძოლა სწორედ ესპანეთში გამართოს, რაც EL ESPAÑOL-თან ინტერვიუშიც დაადასტურა:

"ჩემი ოცნება არა მხოლოდ ისაა, რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდე, არამედ მინდა ესპანეთშიც ვიბრძოლო. იქ დიდი ხნის განმავლობაში არ ვმონაწილეობდი და ალბათ, მათთვის ოცნებაცაა ჩემი იქ გამოსვლა" - განაცხადა მებრძოლმა.

ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ ილიამ Eurosport-თან დანას დაპირება გამოააშკარავა:

"ჩემი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობა და ესპანეთში ბრძოლის გამართვაა. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, თუმცა მითხრა, რომ თუ რეიტინგში 5 საუკეთესო მებრძოლში შევიდოდი, ესპანეთში ვიბრძოლებდი".

გამოწვევა და დაპირება თოფურიამ მიიღო. მსუბუქ წონაში უამრავი გამოცდილი და სხვადასხვა შესაძლებლობის მებრძოლი ელოდება, როგორებიც არიან კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი, მაიკლ ჩენდლერი, ტონ ფერგიუსონი და კლასიფიკაციის ლიდერი ჩარლზ ოლივეირა.

თავდაპირველად "მატადორის" კონკურენტი არცერთი ზემოხსენებული მებრძოლი არ იქნება. პირველ რიგში, ჯეი ერბერის დამარცხება მოუწევს. ინგლისელს 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, თუმცა, ამ შედეგისდა მიუხედავად, მაინც საშიშ მებრძოლად რჩება. მოგეხსენებათ, კარიერაში უკვე მოახერხა Cage Warriors-ის ტიტულის მოპოვება" - წერს ესპანური გამოცემა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვა წონაში გადასვლა,ვარჯიშის მეთოდიკის შეცვლასაც ნიშნავს,რადგან ყოველ წონას,განსხვავებული სპეციფიკა აქვს.ცხადია,თოფურიას დრო დასჭირდება ახალ წონაში გაშინაურებისათვის.იმედია უმტკივნეულოდ შეძლებს ამ პერიოდის გავლას და კვლავ წარმატებულ კარიერას გააგრძელებს,თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება.
სოსო
22 თებერვალი 2022 15:35
0
აბა ინგუშს იმას ვუზავ ამას ვუზავო? ნაკლები ჭამე ჯიგარ ნაკლები ;)
რონი
22 თებერვალი 2022 10:53
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული