"ილია, ჯიგარი ხარ..." - დვალიშვილი მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ილიამ ბრიტანელ მებრძოლს საქართველოსა და მისი შეურაცხყოფისთვის დაარტყა.

"ამ ბიჭმა შეურაცხყოფა ჩვენს ქვეყანას მიაყენა, როდესაც თქვა, რომ რუსეთს საქართველოს განადგურების უფლება ჰქონდა. თუ არ იცით, გეტყვით, რომ რუსებმა საქართველოს იგივე გაუკეთეს, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებენ, მოკლეს ათასობით ქართველი და ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის 20% მიითვისეს. დაახლოებით ორი წლის წინ ამ პიროვნებამ გურამ ქუთათელაძეს ოქტაგონზე ბრძოლაში გამოწვევაზე შეურაცხმყოფელი კომენტარით უპასუხა საქართველოზე. ილია, ჯიგარი ხარ" - წერს
მერაბი.

შეგახსენებთ, ილია თოფურია UFC-ის მორიგ შეხვედრას 19 მარტს, ჯეი ჰერბერტის წინააღმდეგ გამართავს.