"თუ სადმე შემხვდება, ყბას მოვტეხავ" - პიმბლეტი თოფურიას ისევ ემუქრება

AutoSharing Option
რამდენიმე თვის წინ ილია თოფურია პედი პიმბლეტს სასტუმროში დაუპირისპირდა, რის შემდეგაც გულშემატკივრები მათი ბრძოლის ჩანიშვნას ელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ მოხდა.


მოგეხსენებათ, ილია 11 დეკემბერს, UFC-ის 282-ე ღონისძიებაზე ბრაის მიტჩელს შეერკინება, პედი კი ქვემთავარ ბრძოლას ჯარედ გორდონთან გამართავს.

რა თქმა უნდა, ბრიტანელ მებრძოლს ლონდონის სასტუმროში მომხდარი ინციდენტი გაახსენეს, სადაც ილია პედის ფიზიკურად დაუპირისპირდა.

"სახლს მეთვითონ ვიქირავებ, UFC-ის სასტუმროში აღარ დავრჩები. არ მჭირდება, ვიყო სასტუმროში სოკოებთან და ხელის სადეზინფექციო ხსნარებთან (ილიას
გულისხმობს) ერთად. თუ სადმე შემხვდება, ყბას მოვტეხავ".

მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ