ზედიზედ მესამე გამარჯვება - რომან დოლიძემ ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა და ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ (12-1) UFC-ში მე-7 ბრძოლა ჯეკ ჰერმანსონის (23-8) წინააღმდეგ გამართა და შვედი მეორე რაუნდში დაამარცხა.

რომანმა UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ალბათობით, 2023 წელს რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ მეტოქეებს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, დოლიძემ სასურველ მეტოქედ ხამზატ ჩიმაევი (12-0) დაასახელა და ჩეჩენი მებრძოლი ოქტაგონზე გამოიწვია.

"ვინ მსურს მომავალ მეტოქედ? მინდა, ხამზატ ჩიმაევს ვეჩხუბო, მას დიდ პატივს ვცემ, თუ თავად სურვილი ექნება, მზად ვარ" - განაცხადა დოლიძემ.

altსასტიკი ნოკაუტი - რომან დოლიძემ UFC-ში

მეხუთედ მოიგო [VIDEO]

altარის! რომან დოლიძემ ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

altრომან დოლიძე: საიდუმლოდ გეტყვით, რომ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ეგრეთ წოდებული სპორტი უნდა აიკრძალოს! ეს ცივილიზაციასთან შეუტავსებელი მოვლენაა! დავბრუნდით გლადიატორების ეპოქაში?!
aburjga
21:44 04-12-2022
7
ძალა აღმართს ხნავს! უდიდესი წარმატებები რომანს მომავალშიც!
ვახო...
17:14 04-12-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული