ეს ჩხუბი რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი - ინგუში თოფურიას დაემუქრა

AutoSharing Option
UFC-ის ინგუში მებრძოლი მოსარ ევლოევი ილია თოფურიას ბრაის მიტჩელთან ჩხუბის წინ დაემუქრა, რომ თუ ქართველი ბრძოლას ვერ მოიგებდა, მას ქუჩაში სცემდა.

თოფურიას მოგების შემდეგ, დაახლოებით, 10 საათი გავიდა, ინგუშს კი ჯერ არაფერი უთქვამს. ჩხუბის წინა დღეს მოვსარმა დაწერა:

"ილია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია. როგორც ჩანს, ჩვენს მატადორს მართლაც გერმანული ფესვები აქვს. ეცადე მიტჩელთან მატჩი მოიგო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ქუჩაში ცემა მომიწევს. რადგან, წაგების შემთხვევაში შენნაირ ლუზერთან ბრძოლაში ოქტაგონზე დროს ვერ დავკარგავ," - დაწერა ევლოევმა.

ინგუში ნახევრადმსუბუქ წონაში რეიტინგის
მე-10 ნომერია, ილია მომდევნო კვირაში მე-9 გახდება. მოვსარმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ბრძოლის არენას. 

altთოფურიამ მეტოქე გაანადგურა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
Мовсар, успокойся. Не к лицу мужщине такие слова. Ты что, оруссел совсем?
gg
12 დეკემბერი 2022 14:19
0
მე მეგონა ამათ ორივეს აუხსნეს რომ ინგუშებს და ქართველებს სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ისტორიულად გვერდი გვერდში ვდგევართ და მგონი უნდა გაითვალისწინონ თუკი საკუთარ წარმომავლობას აფასებენ მგონი შეუძლიათ მიაწვდინონ ინგუშებს რომ შეწყვიტოს თოფიურიას მიმართ აგრესიული კომენტარები და ალბათ ჩვენ მატადორსაც აუხსნიან ახლობლები რომ კავკასიაში მხოლოდ ინგუშები იყვნენ ბოლომდე ერთგულები ქართველების!
კახა
12 დეკემბერი 2022 01:42
0
თვიტონ ინგუშები გააგებიებენ ამ *მაგარ ტიპს* ყველაფერს.
კახაბერი
25 ივნისი 2023 10:45
0
ყველაფერს ნუ აპოლიტიზირებთ. სწორედ ილიას და ქართველების პატივისცემიდან გამომდინარე აქვს ნათქვამი ჩემი აზრით, რო ილიას ყველა ვარიანტში ამ მოწინააღმდეგესთან წაგება არ ეკადრება და უნდა გაიმარჯვოს და თუ ვერ გაიმარჯვა, მაშინ საცემი ყოფილა ამისთვის. მე ასეთი აზრი გამომაქვს ნათქვამიდან.
saqartvelos rigiti moqalaqe
12 დეკემბერი 2022 11:11
1
ილიას ყველა კომპონენტში ისეთი უპირატესობა ჰქონდა,რომ წაეგო,მართლაც საცემი იქნებოდა.მგონი სწორედ ამას გულისხმობდა,ევლოევი.სპეციალისტებისათვის ეს უპირატესობა,ბრძოლამდეც სრულიად ცხადი იყო.
სოსო
11 დეკემბერი 2022 23:15
1
ილიამ ვირთხა და ჩვარი უწოდა . ასე რომ ეს არაფერი. ძალიან არ მომწონს ინგუშების და ქართველების დაპირისპირება და არ აყვეთ. ინგუშები არიან ერთადერთი ქართველების დასაყრდენი ჩრდილოეთ კავკასიაში.
66
11 დეკემბერი 2022 22:13
0
ნუ ცდილიბთ ხელოვნურედ გამოიწვიოთ ქართველების და ინგუშების დაპირისპირება,არაფერ განსაკუთრებულს არ იძახის ევლოევი.ბრძოლის წინ ერთმანეთს უარესებსაც ეუბნებიან ხოლმე.
kritikul medias
11 დეკემბერი 2022 18:48
0
გეთანხმები.
რატი
11 დეკემბერი 2022 21:47
0
ენის წამგდებებს ჯერ ილიასთან ბრძოლა არ მოუგიათ.დროა გონს მოუხმოთ, მოტლიკინეებო!
მერაბი
11 დეკემბერი 2022 18:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული