ეს ჩხუბი რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი - ინგუში თოფურიას დაემუქრა

AutoSharing Option
UFC-ის ინგუში მებრძოლი მოსარ ევლოევი ილია თოფურიას ბრაის მიტჩელთან ჩხუბის წინ დაემუქრა, რომ თუ ქართველი ბრძოლას ვერ მოიგებდა, მას ქუჩაში სცემდა.

თოფურიას მოგების შემდეგ, დაახლოებით, 10 საათი გავიდა, ინგუშს კი ჯერ არაფერი უთქვამს. ჩხუბის წინა დღეს მოვსარმა დაწერა:

"ილია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია. როგორც ჩანს, ჩვენს მატადორს მართლაც გერმანული ფესვები აქვს. ეცადე მიტჩელთან მატჩი მოიგო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ქუჩაში ცემა მომიწევს. რადგან, წაგების შემთხვევაში შენნაირ ლუზერთან ბრძოლაში ოქტაგონზე დროს ვერ დავკარგავ," - დაწერა ევლოევმა.

ინგუში ნახევრადმსუბუქ წონაში რეიტინგის
მე-10 ნომერია, ილია მომდევნო კვირაში მე-9 გახდება. მოვსარმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ბრძოლის არენას. 

altთოფურიამ მეტოქე გაანადგურა [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ