"არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ..." - დანა ვაითმა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

"ვინც დამიკავშირდა, ყველამ მითხრა, რომ დვალიშვილთან ბრძოლაში ომალი თავის თავს არ ჰგავდა. არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ ყველა ასე ფიქრობს", - ციტირებს ვაითს Championship Rounds-ი.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.