"გამარტყა, თუმცა გამთიშავი არ ყოფილა... ბოლოს ამიტომ აღარ გავრისკე" - მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა

AutoSharing Option
UFC-ის ახალმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა(18-4) Youtube-ზე ვატო ღვინჯილიასთან ინტერვიუში, შონ ომალის(18-2) წინააღმდეგ მე-5 რაუნდის ბოლო წუთებში გატარებულ დარტყმაზე ისაუბრა.

"გამარტყა ნადვილად და მაგრძნობინა, მაგრამ გამთიშველი არ ყოფილა, პირიქით ხანდახან ეგ უფრო მაღვიძებს ხოლმე და მერე უფრო უჭირთ ჩემს მოწინააღდეგეებს, უბრალოდ აღარ შევედი რისკში, რადგან მოგებული მქონდა ბრძოლა", - განაცხადა დვალიშვილმა.

მე-5 რაუნდის ბოლოს მიყენებულმა ამ დარტყმამ, ქართველი გულშემატკივარი ცოტახნით აანერვიულა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

მერაბმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ის უკვე ქამრის დაცვაზე ფიქრობს. ქართველის სავარაუდო მეტოქეები დაღესტნელი მებრძოლი
უმარ ნურმაგომედოვი (18-0) ან UFC-ის წარსულში ჩემპიონი დევისონ ფიგუედო (24-3) იქნებიან.

მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

alt"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?

alt"არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ..." - დანა ვაითმა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებაზე ისაუბრა

alt"ო'მალის ბრძოლისას ამიტომ ვაკოცე" - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი?

მკითხველის კომენტარები / 4 /
მერაბ დარტყმას კი უძლებ, მაგრამ ჯობია შენი სიჩქარეები ჩართო და ფეხებში შეხვიდე, რომ ვერ მოგვწვდეს ვერავინ! შენც კარგად იცი ეგ და კარგადაც გამოგდის! შენი დამღლელი კაცი არ არის ჯერ-ჯერობოთ!
მწვრთნელი
13:22 21-09-2024
0
ის "არასწორი" ნურმაგომედოვი რამდენად კარგად ჭიდაობს?
ცნობილი და გამოცდილი სკოლა აქვთ და
თუ ისიც "ტექდაუნებზე" ააგებს ბრძოლას, რა უნდა დაუპირისპიროს მერაბმა ?

---------
მერაბი აუცილებლად გაიმარჯვებს !
წარნატებები მერაბს და ყველა ქართველ მებრძოლს !
შეკითხვა მაქვს !
14:54 21-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული