მერაბ დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი (18-4), საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა. ქართველი "მანქანა" ამის შესახებ, გაჩემპიონების დღიდან ჰპირდება გულშემატკივარს. 17:00 საათზე მერაბი უკვე საქართველოში იქნება და აეროპორტში დამხვედრ აუდიტორიას მასთან შეხვედრის საშუალება ექნება. აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

მერაბ დვალიშვილმა ამ გამარჯვებით, საქართველოს მეორე UFC-ს ქამარი მოუტანა. პირველი, რომელმაც ეს შეძლო ქართველი "მატადორი" ილია თოფურიაა (15-0). დვალიშვილს ამ დრომდე 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 5 /
გრიშა უნდა დაგახვედრო აერპორტში:))მაგ ქამარს სულ თავში გირტყავს!
ხო კიდევ 2 სიტყვის გადბმა ისწავლე.ან საერთოდ არ მიცე ინტერვიუ.მაგარი ხეპრე ხარ!!!
ესეა
22:53 27-09-2024
8
მერაბ! მაგრად ჩაიჭერი, როცა დიდი ქართველი, ვიღაც ჟურნალისტთან აძაგე, მოგწონს არ მოგწონს თავი უნდა შეგეკავებინა. ალალი იყოს შემზე გრიშა ონიანის ათ სართულიანი მოკითხვა.
ლევანი
23:55 27-09-2024
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული