მოკრივე ავთანდილ ხურციძე (34-2-2) ამბობს, რომ UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან (18-4) ბრძოლა სურს. ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ამ თემაზე საუბრობს.
ქართველი მოკრივე 2017 წელს აშშ-ში დააკავეს, რამოდენიმე ვიდეოში ის ამბობს, რომ ამ ამბავში მერაბის ხელი ურევია. ავთანდილ ხურციძემ ამ თემაზე საუბარი რამოდენიმე
თვის წინ დაიწყო, როდესაც მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჰენრი სეხუდო (16-4) დაამარცხა.
ბოლო პერიოდში კი ხურციძემ ბრალდებები კვლავ გაანახლა.
ამდენი ხნის განმავლობაში ქართველი ,,მანქანა” ამ
ბრალდებას არ გამოხმაურებია, მხოლოდ ორი სიტყვით ისაუბრა setanta sports-თან ინტერვიუში, სეჰუდოსთან დაპირისპირებიდან მალევე და თქვა, რომ ეს იყო ცილისწამება და მეტი არაფერი.
ბოლო ხანს გააქტიურებულ ბრალდებების შესახებ, კი მერაბმა თავის სოციალურ ქსელში, დღეს ისაუბრა.
,,მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყბელებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…
ადამიანი რომელიც მსგავს რამეს იკადრებს , კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!
მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.!
მას სჭირდება სერიოზული დახმარება.
მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს,ცილისწამებისთვის ,ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.
მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ….” - აცხადებს დვალიშვილი.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
14:58 05-11-2024
"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…" მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 39 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სხვა ვერ ნახა ამ ხურციძემ , მაინდამაინც ქართველზე უნდა გადმოანთხიოს ბოღმა
73
10
ადრეც დავწერე და კიდე ვიტყვი, არ არის ჩაქუჩა კარგი პიროვნება, ქართველებს ამწარებდნენ და ფულს სძალავდნენ, ვინც არ იხდიდა მერე მუშტი კრივზე გადადიოდა საქმე, თვითონაც მშვენივრად იცის და მთელმა ბრუკლინის ქართველობამაც იცის რამდენი არაკაცური საქციელი აქვს ჩადენილი, ხალხი მუვინგზე მუშაობდა და იმათ სძალავდნენ ფულს, ან კიდევ როგორ გამოვიდა გარეთ ეგეც ცალკე თემაა, 10 წლიანი სროკი ჰქონდა და ციხეზეც არაერთხელ ნაჩხუბარი, მასეთ ხალხს უდოთი გარეთ არ უშვებენ, მაგასაც რომ თავი დავანებოთ ვინც მაგ საქმეზე იჯდა და სროკი მოიხადა ეგრევე ციხიდან ტრაპთან მიიყვანეს და დაადეპორტეს, ვინ რა დოზით თანამშრობლობს ფაქტი სახეზეა
71
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული