დვალიშვილმა სასურველი მეტოქეები და მომდევნო ბრძოლის სავარაუდო თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Southern Cross Combat-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

დვალიშვილის თქმით, მას მომდევნო ბრძოლის გამართვა შონ ო'მალისთან ან პიოტრ იანთან სურს.

"ო'მალისთან ან იანთან რემატჩი მსურს. ვფიქრობ, UFC-ის ორგანიზატორებიც იმავე აზრზე არიან. ჩემი შემდეგი ბრძოლა აპრილში ან ივნისში იქნება. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ. კონტრაქტს ველოდები", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ’ომალის დამარცხებისთვის მიიღო, ხოლო საჩემპიონო ქამარი 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით შეინარჩუნა.

alt"ილიას

მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი

alt"მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია

altდვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

ასევე დაგაინტერესებთ