"თოფურია ჯუჯაა" - პიმბლეტი "მატადორთან" ბრძოლას ითხოვს

AutoSharing Option
UFC-ის მებრძოლს, პედი პიმბლეტს, ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს, ამის შესახებ მან Round 8 Boxing-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"თოფურიასთან ჩხუბი ძალიან მსურს, უბრალოდ მომეცით საშუალება, რომ ყველას დავუმტკიცო ვინ უფრო ძლიერია. თოფურია ჯუჯაა. მას წონითი კატეგორია არ უნდა შეეცვალა, რადგან მსუბუქ წონაში გაუჭირდება. ის, რომ ქვემსუბუქი წონა დატოვა, მის კარიერაზე ცუდად აისახება.

სატიტულო ბრძოლა? საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ მინდა თოფურიასთან ვიჩხუბო. ილია ფიქრობს, რომ საუკეთესოა, ნება მომეცით, რომ საპირისპირო დავუმტკიცო.

იცით, რას აკეთებს? კონორ მაკგრეგორს ბაძავს. ზურგზე მაკგრეგორის მსგავსი ტატუ გაიკეთა, უბრალოდ
შეწყვიტე კონორად ყოფნა და შენი თავი იყავი", - მიმართა პიმბლეტმა თოფურიას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა დაადასტურა, რომ ილიამ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. "მატადორის" მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

altოფიციალურად: ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა

alt"მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

alt"ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი
 

მკითხველის კომენტარები / 14 /
სინამდვილეში პატარა კაცი ვინაა კი ჩანს და...
nika
23:32 27-02-2025
0
ეს პედიკი გასახლეჩია.
Yasabi
21:55 27-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული