შეთანხმება ახლოსაა - UFC-ის ღონისძიება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ჩატარდება?

AutoSharing Option
ივნისის თვეში, UFC-ის Fight Night ღონისძიება დიდი ალბათობით, აზერბაიჯანში გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველადი შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

ჰელვანის ინფორმაციით, ღონისძიების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ღონისძიება 21 ივნისს შედგება.

ცნობისთვის, ამჟამად UFC-ში ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი ასპარეზობენ.

alt"საქართველოში ჩასვლაზე გონივრული რამე გეფიქრებათ?" - დანა უაითის პასუხი თურქ ჟურნალისტს [VIDEO]

alt"აი, ასეთი ურთიერთობა მაქვს მერაბ დვალიშვილთან" - დანა უაითი