სხვა

ნიჩბოსნობა

ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევ გაცურვაში საუკეთესო დრო აჩვენა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

რიოს ოლიმპიადის მონაწილემ და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორმა ნადირაძემ დისტანცია 39.986 წმ-ში დაფარა და 0.335-ით აჯობა მეორეადგილოსანს.

ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (კანოე, კაიაკი) საქართველოს სახელით ასევე იასპარეზებენ მარიამ ქერდიკაშვილი და ნატო ჩხუტიაშვილი. ქერდიკაშვილი ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე და ჩხუტიაშვილთან ერთად 500 მეტრზე ორადგილიანი კანოეთი გამოვა.