სხვა

ნიჩბოსნობა

ზაზა ნადირაძე: მართალი გითხრათ, რაღაც ხინჯი მაინც დამრჩა გულში

AutoSharing Option
მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველმა იასპარეზა კანოეთი ოლიმპიურ თამაშებში და მე-5 ადგილი დაიკავა.

შარშან 26 აგვისტოს ჩეხურ რაჩიცეში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა, მანამდე კი, ასევე, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე, პლოვდივში უფროსებსა და მერე 23-წლამდელთა ევროპის პირველობებზე მესამე ადგილები დაიკავა.

ზემოაღნიშნული წარმატებების გარდა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ზაზა ნადირაძემ არაერთი გამარჯვებით გაახარა სპორტის ქართველი გულშემატკივარი: მისთვის იღბლიანი იყო 2014 წელიც: გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა და ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

იმ შეჯიბრებიდან ორი კვირის თავზე
უნგრულ სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ხვდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ნიჩბოსნობაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან პირველი ჯილდო იყო...

ამჟამად ზაზა ნადირაძე ბელარუსში იმყოფება და ახალი სეზონისთვის ემზადება. მას ბრესტში შევეხმიანეთ.

- შარშანდელი სეზონი ოლიმპიადისშემდგომი პირველი წელი იყო და მინდოდა, საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ რიოს ოლიმპიადაზე უკეთ ასპარეზობა შემეძლო. - გვითხრა მან. - ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხე: სამ შეჯიბრებაში მოვსინჯე ძალები და ყველგან მედალი ავიღე - მსოფლიოს თასსა და ჩემპიონატზე, ასევე, ევროპის პირველობაზე.

ისე, მართალი გითხრათ, რაღაც ხინჯი მაინც დამრჩა გულში: როცა ოქროს უმიზნებ, ცხადია, მეორე ადგილი ვეღარ გაკმაყოფილებს. მსოფლიოზე ფინიშამდე 2-3 წამით ადრე დაღლა ვიგრძენი, ეს მცირე დრო კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბელარუს მსოფლიოს ჩემპიონ არტიომ კოზირს ჩემთვის გაესწრო. ვეცდები, დანაკლისი წლეულს ავინაზღაურო.

- ბრესტში დიდი ხანია ემზადები?
- საწვრთნელი შეკრება 5 იანვარს დამეწყო. საქართველოში ზამთრობით, სამწუხაროდ, სავარჯიშო პირობები არ გვაქვს. აქ ყოველმხრივ მიწყობენ ხელს. ადგილობრივი მწვრთნელების - იგორ და ოლეგ რადომსკების ხელმძღვანელობით დღეში ორჯერ ვმეცადინეობ დიდი დატვირთვით.

ამ ბაზაზე არის ნიჩბოსნობის სპეციალური ტრენაჟორები, ძალოსნობის დარბაზი და აუზი გამდინარე წყლით, სადაც ნავითაც ვვარჯიშობ. თუმცა ამჯერად ტექნიკაზე მეტ ყურადღებას გამძლეობას, ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ვუთმობ.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე