პირველად! - ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივნისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოესა და კაიაკში ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ.

ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 39.026 წამში დაფარა და პირდაპირ ფინალში გავიდა. გადამწყვეტი პაექრობისას ქართველმა ნიჩბოსანმა სტარტი მე-6 ბილიკზე აიღო და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა (39.200) - ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა და ბელორუსის დედაქალაქში 2019 წელს გასამართავი მეორე ევროპული თამაშების საგზურიც დაიმსახურა.

შარშან ქართველი კანოისტი მსოფლიოზე მეორე და ევროპაზე მესამე იყო, ხოლო 2017-18 წლებში მსოფლიოს თასებზე ორი მეორე ადგილი
დაიკავა.

ბელგრადში 39.224 წამით ვერცხლის მედალი ხვდა ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორს, მსოფლიოს 14-გზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონ ივან შტილს (რუსეთი), ხოლო 39.468 წამით ბრინჯაოს მედალს დაყაბულდა 2015 და 2017 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანი არტსიომ კოზირი (ბელორუსი), რომელთანაც შარშან ზაზამ 200 მეტრზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზაზას წარმატებას ყველას გილოცავთ! იქ რაღაც შეიცვალა; 200 მეტრიანი დისტანცია ოლიმპიურ სახეობად დარჩა?
მერაბი გ.
14 ივნისი 2018 06:16
0
ზაზა გილოცავთ სულით და გულით!!!...სულ წარმატებებით გევლოს ტურნირებზე!!!....
არტაგი
11 ივნისი 2018 22:07
0
შემოგევლე ზაზა, მადლობა ამ სიხარულისთვის.
badri
11 ივნისი 2018 16:25
0
ბრავო ზაზა! მსოფლიო და ოლიმპიადა დაგეპყროს!
ქუთაისელი
11 ივნისი 2018 14:27
0
კაცი კაცური რომელიც თავდაუზოგავად შრომობს
თემო
11 ივნისი 2018 13:26
0
რა გეჩქარებოდათ?
!!!!!!!!!!!!!!
11 ივნისი 2018 11:46
0
ღმერთმა გაგაძლიეროს ზაზა, წარმატებები...
გია-11
11 ივნისი 2018 10:41
0
ყოჩაღ ზაზა,გილოცავ.ბრწყინვალე გამოსვლაა.
სოსო
11 ივნისი 2018 10:05
0
გილოცავ ზაზა! წარმატებები და მრავალგზის გაახარე საქართველო!
გიორგი
11 ივნისი 2018 09:42
0
ეგ ერთი და სხვა მრავალი შენ გაიხარე ყოჩაღ ასახელე სამშობლო დაგიფასდა შრომა ასეა ვინც შრომობს თავდაუზოგავად მიზანს ყოველთვის აღწევს მსოფლიოს ჩემპიონობა და ოლიმპიური ჩემპიონობით გაგეხარებინოს საქართველო
კახა
11 ივნისი 2018 09:27
0

სიახლეები პოპულარული