სხვა

ნიჩბოსნობა

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველი ეტაპი მოიგო

AutoSharing Option
პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

პოზნანში ზაზამ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა და პირველი ტურის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაიდაროვი, ხოლო მესამეზე ბელარუსი არსტენ კოზირი.

შემდეგი ეტაპი დუისბურგში გაიმართება 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. მსოფლიო ჩემპიონი სპორტსმენის მიერ ყველა შეჯიბრზე დაგროვებული ქულებით გამოვლინდება.