ბადრი ყაველაშვილმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო!

AutoSharing Option
ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსნებმა წარმატებულად იასპარეზეს.

ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრი 35.328 წამში დაფარა და პირველი ადგილით მთავარ ფინალში მოხვდა, ხოლო ფინალში დისტანცია 36.702 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ხოლო მარიამ ქერდიკაშვილმა ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრი კვალიფიკაციის დროს 2.17.464 წუთში დაფარა და პირდაპირ ფინალში გავიდა, სადაც თავისი შედეგი გააუმჯობესა და 2 წუთსა და 11.470 წამში დაფარა დისტანცია. ამ შედეგით ქერდიკაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარიამი ახლოს იყო მეორე ჯილდოსთანაც, თუმცა მედლამდე ცოტა დააკლდა. მარიამმა ერთადგილიანი
კანოეთი 200 მეტრი 50.048 წამში დაფარა და ფინალში გავიდა, სადაც 50.283 წამით მე-4 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება სხვა ქართველ სპორტსმენებს, მურმან მალანიამ ერთადგილიან კანოეში მე-8 ადგილი დაიკავა.

ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე ალექსანდრე წივწივაძემ მე-5 ადგილი დაიკავა. გია გაბედავამ ერთადგილინი კანოეთი 200 მეტრზე  ფინალში ყველას აჯობა, რამაც მე-10 ადგილი მოუტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია წარმატებები გილოცავთ რაც უფრო მეტი სპორტის სახეობა წამოიწევა მით მეტი ახალგაზრდა მოწყდება ქუჩას და ჯამრთელი თაობა გვეყოლება.
კახა
15 ივლისი 2019 23:50
0

სიახლეები პოპულარული