აღსანიშნავია, რომ ზლატანმა სოციალური ქსელების მეშვეობით განაცხადა, რომ მისი ბრენდი არა მარტო მამაკაცის ქვედა საცვლებს, არამედ ქალის თეთრეულსაც უშვებს, რომელიც ასე გამოიყურება.
"თანასწორობა ნიშნავს ხარისხს", - დაწერა შვედმა "ტვიტერში", როცა თავის კოლექციას აანონსებდა.
ზლატანის ბრენდის პირველი კოლექცია გასულ ზაფხულს გამოჩნდა. "ეს უბრალო ტანსაცმელია, - ამბობდა შვედი. - ის ყველასთვის არის. მაგალითად, ჩემნაირებისთვის. არასდროს დამავიწყდება ჩემი ფესვები და
როცა ვიწყებდი, მაღალტექნოლოგიური ეკიპირება და ახალი ფეხსაცმელი 400 ევროდ არ მქონდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ფეხსაცმელი შეიძლება 400 ევრო ღირდეს. იმით ვვარჯიშობდი, რისი შოვნაც შემეძლო. არაფერი მქონდა, გარდა ძლიერი ნებისყოფისა. ყველაფერს იმით მივაღწიე, რომ ვიყენებდი თითოეულ შესაძლებლობას და უფრო მეტს ვშრომობდი, ვიდრე სხვები.
და კიდევ იმიტომ, რომ ზლატანი ვარ.
მინდა, რომ შემდეგმა ზლატანმა, შვედეთიდან იქნება ის თუ ბრაზილიიდან, თავისი შანსი მიიღოს. სპორტსმენი ძვირად ღებული ეკიპირებით არ ხდები. სპორტსმენი დაუღალავი შრომის შედეგად, საკუთარი საქმის ერთგულებით და ძლიერი ნებისყოფით ხდები".