უნიკალური შესაძლებლობა მეღვინეებისთვის - გახადე შენი ღვინო გამორჩეული!

AutoSharing Option
პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" კულმინაციურ დასასრულს უახლოვდება. პროექტის ორგანიზატორი "პალიტრა მედია ჰოლდინგი" პროექტის საბოლოო ვერსიას 7 მარტს, 19:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) წარადგენს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინრეჟიმში, ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც ხმა 150 000-მდე ადამიანმა მისცა
საკუთარ რჩეულს.

პარალელურად, პროექტმა საჯარო თავშეყრის ადგილებში მოაწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა. მისული სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში, პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა სწორედ ხალხის შერჩეულია.

პროექტის ხელმძღვანელის, ირაკლი საამიშვილის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი.

"პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება რჩეული ქართული ღვინოების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება", – განმარტავს ირაკლი საამიშვილი.

ხალხის მიერ არჩეული ღვინის სახეობებითა და სომელიეების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ღვინოების მიხედვით, ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია წინასწარი შედეგები და ღვინის სახეობების სავარაუდო სია. ამჟამად იმ კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც აღნიშნული სახეობების საუკეთესო ღვინოებს აწარმოებენ.

პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" კულმინაციური დასრული, პროექტის პრეზენტაცია და 100-მდე რჩეული ღვინის კომპანიის წარმომადგენელი 7 მარტს, 19:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" შეიკრიბებიან.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული