15 ივლისის ჩათვლით, "ჯეოსელის" ყველა აბონენტს, ვინც Silk TV Go (Android და iOS) აპლიკაციით ისარგებლებს, აღნიშნულ აპლიკაციაზე დახარჯული მობილური ინტერნეტის საფასური არ დაერიცხება. აქტიურია ინტერნეტპაკეტის ჩართვის გარეშეც, ცალმხრივად გათიშული ნომრისთვისაც.
- აპლიკაციის Silk TV Go ჩამოტვირთვა უფასოა;
- აპლიკაციას Silk TV Go გააჩნია გადახვევის, დაპაუზების, დროზე გადასვლის ფუნქცია;
- აპლიკაციის Silk TV Go ჩამოტვირთვით, მომხმარებელს გაუაქტიურდება ქართული არხები, "სილქ სპორტის" და "სილქ კინოს" არხები;
- Silk TV Go აპლიკაციით ტელეგადაცემების ყურებისას მომხმარებელს ინტერნეტის საფასური არ ერიცხება;
მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე თაობის, 4G ინტერნეტსიგნალის გასაძლიერებლად კომპანიამ გარკვეული სამუშაოები აწარმოა. მომხმარებლის რაოდენობისა და დატვირთვის გაზრდის შემთხვევაშიც კი, ქსელი მზადაა, შეუფერხებელი მომსახურება უზრუნველყოს. ბათუმში მყოფ "ჯეოსელის" მომხმარებლებს უკვე 14 ივნისიდან შეუძლიათ ისარგებლონ მობილური 4.5G ინტერნეტის უფრო მაღალი სიჩქარით.
ბათუმისა და ზღვისპირეთის გარდა, 4.5G ქსელის გაფართოება და გაძლიერება საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც იგეგმება, რის შედეგადაც უკვე შემოდგომისათვის საგრძნობლად გაუმჯობესდება მობილური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ხარისხი თბილისში, ხოლო წლის ბოლომდე - დასავლეთ საქართველოს ქალაქებში.
"სილქნეტის" და "ჯეოსელის" გაერთიანება ყველაზე მასშტაბური ბიზნესგარიგებაა საქართველოში, რომლის მიზანიც მომხმარებლებისთვის სრული სატელეკომუნიკაციო სპექტრის შეთავაზებაა.
®