კომპანია KONAMI-მ გააჟღერა, თუ რა სისტემური მოთხოვნები ექნება საფეხბურთო სიმულატორს PES 2019-ს, რომლის დემო-ვერსია 8 აგვისტოს გამოვა.
მინიმალური სისტემური მოთხოვნები: პროცესორი Intel Core i5-3470, 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და ვიდეობარათი GeForce GTX 670 ან ამავე დონის.
რეკომენდებული სისტემური მოთხოვნები: პროცესორი Intel Core i7-3770, 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და ვიდეობარათი GeForce GTX 760.
თამაშის სრული ვერსიის გაყიდვა ევროპაში 30 აგვისტოდან დაიწყება.