Nike-მა ეკლესიისგან "კალათბურთის მონასტერი" გააკეთა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა კომპანია Nike-მა ეკლესიისგან კალათბურთის დარბაზი გააკეთა.

ჩიკაგოში 2011 წელს აღნიშნული ეკლესია მრევლის სიმცირის გამო დახურეს. 7 წლის შემდეგ კი Nike-მა გადაწყვიტა, ახალი სიცოცხლე მიეცა შენობისთვის, რომ მას საზოგადოებისთვის სარგებელი მოეტანა.

ახლა ეკლესიის შიგნით სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სემინარებისა და ლექციებისთვის განკუთვნილი ადგილებია.

ეკლესიის ისტორიული იერის შენარჩუნებისთვის Nike-ს დაკვეთით სპეციალურად დამზადდა ვიტრაჟები. შენობის გახსნა აგვისტოს ბოლოსაა დაგეგმილი.

შენობაში უმაღლესი სკოლის გუნდები ივარჯიშებენ, ხოლო უქმეებზე ყველა მსურველისთვის ღია იქნება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რაღაც ახალია, მკრეხელობა, თანაც პოპულისტური. ეს "ქველმოქმედები" ერთ დოლარსაც არ გაიმეტებენ ქუჩაში მყოფი გაჭირვებულებისთვის.
Steph curry
09:54 09-08-2018
0

სიახლეები პოპულარული