სპორტული ჩანთები ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივარს - საჩუქრები "პალიტრა L"-ისგან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა საჩუქრები "პალიტრა L"-ისგან.

ჩემპიონატის დაძაბულ ციებ-ცხელებას გამომცემლობა აქტიურად შეუერთდა და ფეხბურთის მოყვარულებს სტიკერების საკოლექციო ალბომი შესთავაზა. ალბომის მიზანი იყო, რომ გულშემატკივრებისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

სტიკერების საკოლექციო ალბომი უკვე სრულად შეავსო 250-მდე ადამიანმა და მათ "პალიტრა L"-ისგან საჩუქრებიც მიიღეს. კოლექციონერები სპორტული ზურგჩანთითა და FRIXX-ის ჩიფსების კომპლექტით დასაჩუქრდნენ. ხოლო პირველმა ასმა გამარჯვებულმა დამატებით გაზეთ "ლელოს" 1-თვიანი გამოწერა მიიღო.

Sportall.Ge

რედაქციაში საჩუქრების წასაღებად მისული ფეხბურთის გულშემატკივრები საჩუქრებით ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ.
ისინი აღნიშნავდნენ, რომ საკოლექციო ალბომმა მათთვის ფეხბურთის ყურება უფრო საინტერესო გახადა.

ალბომი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ოჯახებისთვის, მამებისა და მოზარდი შვილებისთვის, რომლებიც ახლა ეცნობოდნენ ფეხბურთის სამყაროს. ალბომში მოცემულია დეტალური ინფორმაცია 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ. გამოცემაში, ასევე, თავს იყრის ცნობები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის, განვლილი მსოფლიო პირველობების გამორჩეული მოთამაშეების და ნაკრებების შესახებ.

Sportall.Geგამოცემაში იხილავთ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსაც. სწორედ ეს საინტერესო ცნობები ეხმარებოდა მშობლებს, რომ შვილებისთვის ფეხბურთის სამყარო გაეცნოთ, მიეწოდებინათ საჭირო და უტყუარი ინფორმაცია წარმატებული ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ.

ალბომი ისეა გაკეთებული, რომ მისი შევსება ფეხბურთის პატარა გულშემატკივარსაც არ გაუჭირდება. სტიკერებისთვის განკუთვნილი ადგილები დანომრილია და შესაბამისად, მათი განთავსებაც ადვილია. ჯამში, ალბომში გროვდება 276 სტიკერი. სტიკერების შეფუთვა პრესის გავრცელების ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება.

ერთ პაკეტში სტიკერების ხუთი ბლოკია და მისი შეძენა ერთ ლარად არის შესაძლებელი. თუ რამდენიმე ერთნაირი სტიკერი დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ ის მეგობრებს გაუცვალოთ. ამ ფორმით უფრო გაიადვილოთ ალბომის შევსება და გახდეთ გამარჯვებული.
გამომცემლობაში შევსებული ალბომის წარდგენა და საჩუქრის მიღება კი 16 აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული