ლას-ვეგასის პოლიციამ რონალდოს მიერ ქალის ანალური გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა

AutoSharing Option
ლას-ვეგასის პოლიციამ პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში თქვა, რომ რონალდომ ის ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გააუპატიურა.

ქალი ამტკიცებდა, რომ რონალდომ ის ძალის გამოყენებით დაიპყრო და ასევე, ის ანალურად გააუპატიურა.

მაიორგამ პოლიციაში განცხადება დაწერა.

"ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო განაცხადება, რომელიც ეხება 2009 წლის 13 ივნისის თავდასხმას. მაშინ, როცა ოქმი შედგა, მსხვერპლმა დეტექტივებს ადგილსამყოფელის შესახებ არ უთხრა და ეჭვმიტანილის აღწერა არ წარუდგენია. მოხდა სამედიცინო შემოწმება.

2018
წლის სექტემბრის მდგომარეობით საქმე კვლავ აღდგენილია. დეტექტივები ეცნობიან ინფორმაციას, რომელიც მსხვერპლისგან მიიღეს. ეს მიმდინარე გამოძიებაა. ამიტომ დეტალურ ცნობებს ამჟამად არ გამოვაქვეყნებთ", - აქვეყნებს ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის ტექსტს Daily Mail-ი.

Sportall.Ge

ამ სკანდალური ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ რონალდოს 23 წლის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი გამოექომაგა და "ინსტაგრამზე" მხარდაჭერა აღუთქვა.

"წინააღმდეგობა გზაზე ყოველთვის უფრო ძლიერს გვხდის და გვეხმარება, გავიზარდოთ! მადლობა კარგი თამაშისთვის. მე შენ მიყვარხარ, კრიშტიანო!", - დაწერა როდრიგესმა რონალდოს ბოლო მატჩის შემდეგ და ტრიბუნაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ რონალდომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მაიორგას მხოლოდ მისი სახელის გამოყენება და პოპულარობა სურს.

altრონალდო ამტკიცებს, რომ კეტრინ მაიორგა არ გაუუპატიურებია და "შპიგელს" სასამართლოში უჩივლებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიბერასტებო,ფემინისტებო,პოპულისტებო,ინტრიგანებო შორს თქვენი ბინძური ხელები ფეხბურთისაგან.
BARCELONA
12:38 02-10-2018
3
ქალიშვილი იყო ეტყობა, მაგიტომ მოუწია ანალურად
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული