მაიორგას ადვოკატები: რონალდოსთან ინციდენტის შემდეგ კეტრინს თავის მოკვლა სურდა

AutoSharing Option
კეტრინ მაიორგას ადვოკატებმა, რომელმაც კრიშტიანო რონალდო გაუპატიურებაში დაადანაშაულა, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სასამართლოში სამომავლო გეგმებსა და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ კლიენტს ინციდენტის შემდეგ ჰქონდა.

"როცა კეტრინმა იურიდიული მომსახურებისთვის მოგვმართა, ემოციურად მდგრადი და შეშინებული იყო. 2009 წელს მომხდარი გაუპატიურების შემდეგ ის დეპრესიაში იყო. მას გაუჩნდა პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით და ფიქრები სუიციდზე.

ამის გამო მას ჰქონდა პრობლემები პირად ცხოვრებასა და სამსახურში. ეს რთული პერიოდია კეტრინის ცხოვრებაში - ის პოსტტრავმატული სტრესული მდგომარეობით და დეპრესიით იტანჯებოდა. ახლა ის მკურნალობას გადის და მალე ამ პრობლემების
მოგვარებას შეძლებს", - ციტირებს ადვოკატის სიტყვებს The Sun-ი.

წყარო ასევე იტყობინება, რომ ადვოკატებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მათ აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ რონალდომ აღიარა თავის იურისტებთან, რომ კეტრინი სქესობრივ კავშირზე უარს ამბობდა.

გარდა ამისა, კეტრინი მზადაა, 287 ათასი ფუნტი დააბრუნოს (დაახლოებით 372 ათასი დოლარი), რომელიც დუმილისთვის აიღო, სასამართლოში მოგების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ კეტრინ მაიორგამ განაცხადა, რომ 2009 წელს კრიშტიანო რონალდომ გააუპატიურა, ხოლო ლას-ვეგასის პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა.

altრონალდო გაუპატიურების საქმეზე: ამას კატეგორიულად უარვყოფ

altსკანდალის გაგრძელება: The Sun რონალდოსა და მაიორგას კლუბში ყოფნის ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

altლას-ვეგასის პოლიციამ რონალდოს მიერ ქალის ანალური გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ქალს 10 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში ვუკრავდი თავს!
aburjga
06 ოქტომბერი 2018 22:55
1
კაცებთან!
სოსო
11 ოქტომბერი 2018 10:29
0
მისი უდიდებულესობა ფული!!!
123
04 ოქტომბერი 2018 20:54
0
თავის მოკვლა არა იხვი. ვიდეოში ჩანს რო ზედ ახტებოდა რონალდოს.
გაუჩალიჩა
04 ოქტომბერი 2018 19:13
0
ხალხი ფულის გამო რას არ კადრულობს. მეზიზღებიან ასეთი ცილისმწამებლები.
1234
04 ოქტომბერი 2018 18:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული