როგორ უნდა მოვიქცეთ, ფიზიკური აქტივობა შემაწუხებელი რომ არ გახდეს - რჩევები მათთვის, ვინც ვარჯიშს იწყებს

AutoSharing Option
ვარჯიშს და ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას თანამედროვე ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი როგორც გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ისე ადამიანის ცხოვრების წესი.

დაბინძურებული გარემო და საკვები, სამსახური, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჯდომას მოითხოვს და კიდევ არაერთი ფაქტორი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ფიზიკურ აქტივობას აუცილებელს ხდის.

ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რადგან:

  • ვარჯიში იმუნურ სისტემას აძლიერებს
  • ვარჯიშის დროს ტვინი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებას, რაც ნერვებს ამშვიდებს
  • ვარჯიში განწყობას აუმჯობესებს

თუმცა იმ არაერთი პოზიტიური ეფექტის პარალელურად, რაც ვარჯიშს მოაქვს, არსებობს ერთი პრობლემაც, რომელიც ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება
გამოიწვიოს. ეს სახსრებისა და კუნთების ტკივილია. პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანი პირველად იწყებს ვარჯიშს და მისი სხეული შეუჩვეველია.

კუნთის ტკივილის მიზეზი მისი დეფორმაციაა, რასაც დიდ მანძილზე სირბილი ან მათი ზედმეტად გადატვირთვა იწვევს. როცა ტკივილი შეგაწუხებთ, არ გაჩერდეთ. პირიქით, ეცადეთ, სულ იმოძრაოთ. როგორც წესი, პირველი ტკივილის ნიშნები ჩნდება საათობით გაუნძრეველ მდგომარეობაში ჯდომის ან წოლის შემდეგ. კუნთების შეკუმშვა განაპირობებს სითხის მუდმივ მოძრაობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს. მჯდომარე პოზიციაში კი კუნთები პასიურია და არ იკუმშება. სწორედ ეს იწვევს ტკივილს. ამიტომ ინტენსიური ვარჯიშის შემდგომი 24 საათის მანძილზე რაც უფრო მეტს იმოძრავებთ, მით უკეთესი იქნება.

კუნთების ტკივილის დროს რეკომენდებულია სპეციალური მალამოების გამოყენება, რომელსაც გამახურებელი ეფექტი აქვს. ასეთი მალამოები ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს უჯრედებში მეტაბოლიზმს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

Sportall.Ge

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მალამო, რომელიც შეგიძლიათ ამ დროს გამოიყენოთ, არის "კაფსინი" - ნატურალური პროდუქტი, რომლის აქტიური ნივთიერებები, მიღებული კაიენის წიწაკის ექსტრაქტიდან (კაპსაცინი) და დინდგელის ექსტრაქტიდან (ფლავონოიდები) ადუნებენ კუნთებს და ხსნიან სხეულის დაჭიმულობას ფიზიკური და სპორტული აქტივობების შემდეგ, რითაც უზრუნველყოფს ტკივილის გაყუჩებას და კომფორტის შეგრძნებას.

პროდუქტის უპირატესობა სხვა მალამოებთან შედარებით ისაა, რომ ის შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, ადგილობრივად გამოყენებისას არ იწვევს წვას და დისკომფორტის შეგრძნებას.

მის შემადგენლობაში შემავალი კაიენის წიწაკა წარმოადგენს ტრადიციულ საშუალებას რევმატული ტკივილის და ართრიტების სამკურნალოდ. იგი დიდწილად იზრდება ინდოეთში, აღმოსავლეთ აფრიკაში, მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. კაიენის წიწაკიდან მიღებული კაპსაცინი ძალიან იშვიათი ნივთიერებაა, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და სხეულის დაძაბულობის მოხსნას; ასევე, რევმატული და კუნთების ტკივილის შემცირებას კანის დაზიანების გარეშე მიღებული ტრავმების დროს, მათ შორის, სპორტული ტრავმების.

მალამოს კიდევ ერთი შემადგენელი ნივთიერება - დინდგელი (პროპოლისი) ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მინერალურ შენაერთს. მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, რომლის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, მათ შორის, ნევრიტების, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

მალამოს, როგორც აღვნიშნეთ, აქვს გამახურებელი ეფექტი. ეს არის მკურნალობის სახე, რომელიც ამცირებს ტკივილს. გამახურებელი ეფექტის შედეგად ფართოვდება სისხლძარღვები (ვაზოდილატაცია), იზრდება სისხლის მიმოქცევა ქსოვილებში, შესაბამისად, ჟანგბადის რაოდენობა, ხდება კუნთების სპაზმის მოხსნა და ჩქარდება გამოჯანმრთელების პროცესი. ძვლებზე გამახურებელ ეფექტს დამამშვიდებელი და სარელაქსაციო მოქმედება აქვს.

მეორე მხრივ კი, სიმხურვალის პროცესი შემაწუხებელი რომ არ იყოს, აქტიურდება დინდგელის (პროპოლისის) ეფექტი. მისი აქტიური ნივთიერებები აუმჯობესებს "კაფსინის" ეფექტს და ამსუბუქებს სიმხურვალის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გამოყენების შემდეგ.
ფიზიკური აქტიურობით გამოწვეული კუნთების ტკივილის დროს რეკომენდებულია, მალამო დღეში 2-3-ჯერ მასაჟის სახით დაიტანოთ კანზე.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ

®
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეთქი რაიმე სასარგებლო რჩევებს ამოვიკითხავ სტატიიდან და აქ თურმე წამლის რეკლამას ამაფიოზებენ)))))
გიგი
20:01 18-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული