მამაკაცების კვების არასწორი რეჟიმი, მისგან გამოწვეული პრობლემები და მოგვარების გზები

AutoSharing Option
თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი, მამაკაცებისთვის, რომლებსაც მთელი დღე გარეთ უწევთ ყოფნა, სწრაფი კვების ობიექტების ხშირი მომხმარებლები არიან და არც გაზიან სასმელებსა და ალკოჰოლზე ამბობენ უარს.

ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიღებაც. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ორგანიზმის სხვადასხვა ელემენტისა და ნივთიერების დანაკლისს იწვევს და ირღვევა კუნთოვანი, ძვლების, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული თუ სხვა სისტემების გამართული მუშაობა.

ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მაგნიუმი.

მის მნიშვნელობაზე უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შეუცვლელი
ელემენტია ნივთვიერებათა ცვლაში. 350-მდე სხვადასხვა სახის სასიცოცხლო პროცესი ამ მინერალის წყალობით აქტიურდება. მათ შორის:

  • საჭმლის მონელება;
  • ენერგიის წარმოქმნა;
  • კუნთების შეკუმშვა და მოდუნება;
  • ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება;
  • ახალი უჯრედების წარმოქმნა;
  • B ჯგუფის ვიტამინების გააქტიურება;
  • გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინის, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობა.

დაღლილობა და სისუსტე
მაგნიუმი დიდ როლს ასრულებს თითოეულ უჯრედში ენერგიის წარმოქმნაში და ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად ენერგეტიკულ პოტენციალზე. მაგნიუმის დეფიციტის დროს ენერგიის წარმოქმნა ფერხდება, რის შედეგადაც ადამიანს დაღლილობა და სისუსტე ეუფლება.

ნერვული აგზნებადობა და უძილობა
უძილობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელ ორგანიზმში და უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას - მაგნიუმის დეფიციტის ნიშანია. მაგნიუმის მიღების შემდეგ ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ქრება. ამ მინერალის გარეშე ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს) არ ძალუძთ ნერვულ იმპულსთა მიღება და გატარება. ისინი ადვილად აგზნებადნი ხდებიან, რის შედეგადაც იმატებს ადამიანის მგრძნობელობა გარეგამაღიზიანებლების მიმართ, აგზნებადობა, სტრესისადმი მიდრეკილება, ნერვიულობა.

თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა
ხშირად მაგნიუმის დეფიციტის შედეგია თავის ტკივილებიც. ამ დროს მაგნიუმის რეგულარული მიღება ტკივილებს სრულიად აქრობს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა
უკვე კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობა - ფერმენტთა უმრავლესობის აქტიურობა, გულის კუნთის მუშაობა, სისხლძარღვთა ნორმალური ტონუსი, სისხლის სათანადო მიმოქცევა - ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობაზე.

როგორ შევივსოთ მაგნიუმის მარაგი ორგანიზმში?
მაგნიუმის ყოველდღიური მოითხოვნილება 300-400 მგ-მია. თეორიულად, მაგნიუმის დეფიციტის შევსება შესაძლებელია მისით მდიდარი პროდუქტების მიღებით, თუმცა, პრაქტიკულად, საკვები პროდუქტების თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებით, ასევე, კვების რეჟიმისა და საკვები რაციონიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება საკვებიდან საჭირო დღიური დოზის მაგნიუმის მიღება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დავტოვოთ, რადგან როგორც ითქვა, მაგნიუმის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის უდიდესია.

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მედიკამენტოზური ჩარევაც. სპეციალისტები ხშირად რეკომენდაციას უწევენ ბიოლექტრას. ბიოლექტრა გამოიყენება გაღიზიანებადობის, ძილის დარღვევის, თავის ტკივილის, სტრესის, სინდრომის, მუცლის სპაზმის, შეკრულობის, წვივის კუნთების სპაზმის და სხვა მდგომარეობებისას, რაც მაგნიუმის დეფიციტითაა გამოწვეული.

Sportall.Ge

ბიოლექტრა რეკომენდებულია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, სპორტული აქტივობისას, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას, დიეტების დროს, არარეგულარული კვებისას, სხვადასხვა პრეპარატის მიღებისას, როგორიცაა შარდმდენი საშუალებები და კონტრაცეპტივები.

პრეპარატზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდსფეისბუქზე ან დარეკეთ ნომერზე 032 261 46 88

®
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული