ფლოიდ მეივეზერი: დეგენერატი არ ვარ, რომ სპორტის სხვა სახეობაში შევძვრე

AutoSharing Option
12-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა კრივში ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მზადაა, ხაბიბ ნურმაგომედოვთან კრივის წესებით იჩხუბოს.

თავად ხაბიბს მეივეზერთან ММА-ს წესებით ჩხუბი სურდა.

"მე სპორტის საბრძოლო სახეობების სახე ვარ. კრივი იქნება ეს თუ MMA, ამ ყველაფრის სახე ვარ. არც მანაღვლებენ ეს ბიჭები. მაკგრეგორმა უკვე იცის, რა ხდება მსგავს სიტუაციებში. ხაბიბი არ მოკეტავს და მასზეც ვიზრუნებ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს.

ყველაფერი ყოველთვის ჩემებურად ხდება. მე ყოველთვის მთავარი მხარე ვარ და MMA-ს წესებით არ ვიჩხუბებ. ყველაფერი ჩემი წესებით ხდება. ბევრს ვმუშაობდი, რომ
ასეთი მდგომარეობა დამეკავებინა. ის შეიძლება კიკბოქსიორი იყოს, მაგრამ ჩემს წესებს არ დაარღვევს. ხოლო თუ ფეხს აწევს, ის გადამიხდის. ეს კონტრაქტში იქნება.

დეგენერატი არ ვარ და სპორტის სხვა სახეობაში არ შევძვრები. მაშინ ამ სახეობით თავიდანვე დავკავდებოდი, მაგრამ მე მოკრივე ვარ", - ციტირებს მეივეზერს MMA Junkie.

alt"ამ ადამიანის შესახებ აქამდე არაფერი გამიგია" - ფლოიდ მეივეზერმა ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა გააუქმა

altხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს ორ ბრძოლას სთავაზობს

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბმა და მეივეზერმა ოქტაგონზე უნდა იბრძოლონ და არა რინგზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
სრული სიმართლე
ჯეფერსონ
22:31 07-12-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული