ურჩხული "ვენომი", სასტიკი ბეინი და შეუპოვარი მეომარი - ტომ ჰარდის სხეულის ტრანსფორმაცია

AutoSharing Option
ტომ ჰარდი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ეკრანებზე ფილმი "მეომარი" გამოვიდა, სადაც ის ყოფილი სამხედროა, რომელიც ეფექტურად უსწორდება მეტოქეებს ოკტაგონზე.

ფილმში ჰარდი შესანიშნავია კუნთოვანი მასით და ღნაგობით გამოირჩევა.

მასის შეგროვება ტომმა ჯერ კიდევ ფილმ "ბრონსონის" გადაღებების დროს დაიწყო. თავად მსახიობის თქმით, ის საბაზისო სავარაჯიშოებს მისდევდა, რომელსაც განმეორებით ასრულებდა და ჭამდა ყველაფერს, რაც სურდა.

Sportall.Ge
ფილმის სანახავად დააჭირეთ სურათს

კუნთების ვარჯიშებისთვის ის ფაუერლიფტინგის (powerlifting) პროგრამას იყენებდა, რომელსაც ბევრმა 5X5
-ით იცნობს. ჩაჯდომები, სხვადასხვა სიმძიმეებთან და უცვლადი მისვლების და განმეორების რაოდენობა - 5 მისვლა და 5 განმეორება.

"ამან მომცა შესაძლებლობა კვირაში 2-3 კილოგრამი მომემატა. საბოლოო ჯამში სტეროიდების გარეშე 20 კილოგრამი მოვიმატე. ჩემი ძირითადი დიეტა ქათამი და ბრინჯი იყო, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევდი ტკბილელული, პიცა და კოლა მიმეღო. ეს ძალიან კარგი დიეტა არ არის, მაგრამ როლისთვის წონაში უნდა მომემატა", - ამბობს მსახიობი.

ფილმ "მეომარისთვის" ტომი აქტიურად სწავლობდა კრივს, კიკბოქს, ჭიდაობას და სხვა ორთაბრძოლის სახეობებს და სავარაჯისო დარბაზში დაიდოდა.

Sportall.Ge

თუმცა უფრო ფუნქციონალური სხეულისთვის ის აქტიურად ვარჯიშობდა. იმისთვის, რომ ეკრანზე ბუნებრივად გამოჩენილიყო, როგორც ნამდვილი MMA-ს მებრძოლი, მან ნახშირწყლების მიღება მინიმუმამდე შეამცირა და მცირე დოზებით იკვებებოდა.

"დაბალი რაოდენობის ნახშირწყლების დიეტაზე ვარჯისი ძალიან რთული იყო, - აღიარებს ჰარდი. - ძირითადად მხოლოდ ქათმის ფილესა და ბროკოლს ვჭამდი და ასე დღეში 5-6-ჯერ".

ასეთმა დიეტამ ტომს მისცა საშუალება ქონი მოეშორებინა და უფრო ბუნებრივად გამოჩენილიყო.

Sportall.Ge
ფილმის სანახავად დააჭირეთ სურათს

ამის შემდეგ ჰარდიმ კიდევ ერთი ცნობილი როლი შეასრულა ფილმში "შავი რაინდის აღზევება", სადაც ბეინი განასახიერა. ბევრს ჰარდის სილუერი კომპიუტერული გრაფიკის შედეგი ეგონა. ტომმა დაუჯერებელი ტრანსფორმაცია განიცადა. სულ რაღაც 12 კვირაში მან მწვრთნელ პატრიკ მონროს ხელმძვანელობით კუნთოვანი მასა 12 კილოგრამით გაზარდა. მონრო ჰარდთან ასევე "ბრონსონისა" და "მეომარის" გადაღებების დროსაც მუშაობდა.

ბეინის შემხედვარე, ბევრმა მსახიობი სტეროიდების მიღებაში დაადანაშაულა. თუ მის კუნთოვან მასას შევხედავ, ეს გამორციხული ნამდვილად არაა. სამწუხაროდ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. დიდი ალბათობით ეს ბოდიბილდერის კლასიკური პროგრამის შედეგია.

Sportall.Ge
ფილმის სანახავად დააჭირეთ სურათს

თავად ჰარდი ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა ამ დროს, რომ კვება ჩვეულებრივი ჰქონდა. კვლავ ფილე, ბრინჯი და ა.შ.

ფილმ "ვენომში" ტომ ჰარდის გარეგნობის დიდად შეცვლა არ მოუწია. მის მაგივრად ამას კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით აკეთებდნენ, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ მსახიობს ვარჯიშისთვის თავი არ დაუნებებია და კვლავ კარგ ფორმაში იმყოფება.

Sportall.Ge
ფილმის სანახავად დააჭირეთ სურათს

altრუსი ქალი, რომელსაც ყველაზე ლამაზი ფეხების მქონე ფიტნეს-მოდელად თვლიან [PHOTO]

altუკრაინელი ფიტნეს-ინსტრუქტორი და კიევის "დინამოს" ფანი-ლამაზმანი [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული