როგორ შევაყვაროთ ცოლს, ქმრის მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურება - ინსტრუქცია მამაკაცებისთვის

AutoSharing Option
ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც მამაკაცის ფეხბურთით გატაცებას ოჯახური კონფლიქტი მოსდევს. როგორც ხშირად ხდება, ცოლებს ელეთ-მელეთი ემართებათ იმის გაგონებაზე, რომ საღამოს, ქმართან მეგობრები უნდა ამოვიდნენ და ფეხბურთს "ჩაუჯდნენ". მამაკაცების ერთი შეხედვით უწყინარი გატაცება შეიძლება ოჯახური სკანდალის მიზეზიც კი გახდეს.

ცოლის თვალით დანახული სიტუაცია:

ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ბნელი მხარე. ყრუ ეგოისტი და ინსტინქტების მონა, რომელიც გალიაში გვყავს გამოკეტილი, ახლობლები რომ არ გავანაწყენოთ, მაგრამ ფეხბურთის ჩემპიონატი იწყება თუ არა - მამაკაცი თითქოს გამოცვალეს... საღამოობით ის დივანის ოკუპირებას ახდენს და ყველაზე დიდი ტელევიზორის
დაპატრონებას ცდილობს... სახლს საშინელი ყვირილის ხმები ავსებს, შეშინებული ბავშვები თავიანთ ოთახებში იმალებიან, დროდადრო ისმის ფეხების ნერვიული ბაკუნი და ხელების გიჟივით ქნევა ოთახის მყუდრო ატმოსფეროს არღვევს... ისმის ლუდის ქილების ჭახა-ჭუხი, მაცივარში კი სუპის ქვაბის შესადგმელი ადგილიც არ რჩება - ყველა თარო ფეხბურთის ფანატიკოსი გულშემატკივარისთვის განკუთვნილი "მარაგითაა" გამოტენილი.

Sportall.Ge

რაშია გამოსავალი?
რა თქმა უნდა, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მაგალითად, ცოლს შეუძლია სადმე წავიდეს... რამდენიმე დღით მშობლების სახლში გადაბარგდეს, ან მეგობრებთან ერთად, სადმე ქალაქგარეთ დაისვენოს. მაგრამ შინ დაბრუნებულს, სავარაუდოდ სახლი ბრძოლის ველად გადაქცეული დახვდება.

დასარეცხი ჭურჭლის მთა და ცარიელი ლუდის ქილების გროვა.

ჩვენ უკეთეს გამოსავალს შემოგთავაზებთ.
არსებობს ძალიან კარგი მეთოდი, თუ როგორ უნდა შეაყვაროთ ცოლებს ფეხბურთის ყურება.
ამ უცნაურ მეთოდს - KFC-ის ჯადოსნური "ბასკეტი" ჰქვია. - დაივიწყეთ აქოთებული "ვობლა" და შებოლილი ბარკლები. ლუდს იდეალურად უხდება ოქროსფერ საფანელში შებრაწული ცხარე ფრთები და ხრაშუნა "ფრი". თანაც, ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ, თუ იღბლიან 500 მომხმარებლის რიგებში მოხვდებით და სასურველ ბასკეტს სპეციალური, საახალწლო შეფუთვით შეიძენთ.

Sportall.Ge

მეტალის სათლი, ლამაზი დიზაინით - უბრალოდ სათლი არ გეგონოთ. ის ჯადოსნურია! ერთხელ შეძენილი სათლით მთელი წლის მანძილზე შეძლებთ ისარგებლოთ 25%-იანი ფასდაკლებით, ჩამოთვლილ ბასკეტებზე:

  • ბასკეტი "დუეტი" - 14.15 ლარად 18.90 ლარის ნაცვლად (4 ფრთა, 3 ბარკალი, 4 სტრიფსი, 2 პატარა ფრი)
  • ბასკეტი "დიდი კუში" - 15.65 ლარად 20.90 ლარის ნაცვლად ( 9 ფრთა, 4 ბარკალი, 4 სტრიფსი)
  • ბასკეტი "ცხარე ფრთები 16" - 15.70 ლარად 20.95 ლარის ნაცვლად (მოყვება ორი პატარა ფრი)
  • ბასკეტი "ცხარე ფრთები 25" - 19.20 ლარად 25.60 ლარის ნაცვლად

მეტალის ბასკეტის მიღება შესაძლებელია KFC-ის ნებისმიერ რესტორანში ერთ-ერთი ბასკეტის სტანდარტულ ღირებულებაზე 4,99 ლარის დამატებით.

ასე, რომ, გაუფრთხილდით საკუთარ და მეუღლის ნერვებს და აქციეთ ფეხბურთის ყურება სასიამოვნო რიტუალად.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

®
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული