2018 წლის 5 ყველაზე კითხვადი სტატია Sportall.ge-ზე

AutoSharing Option
2018 წელი დასასრულს მიუახლოვდა და ყველა სპორტული აქტივობა ცოტა ხნით შეჩერდა თუ რა თქმა უნდა ინგლისის პრემიერლიგას არ ჩავთვლით.

ინგლისში ხომ ფეხბურთი ადამიანებისთვის ლამის ყოველდღიურობის ნაწილია და შესაბამისად არც პირველ იანვარს ისვენებენ და არც შობას.

Sportall.ge-ს რედაქციას გსურს მკითხველს 2018 წლის ყველაზე კითხვადი სტატიების ხუთეული გაგაცნოთ.

სწორედ ამ სტატიებს ჰქონდა 2018 წელს ყველაზე მეტი წაკითხვა და ამით გარკვეულწილად მიხვდებით კიდევაც რა იყო აქტუალური 2018 წელს.

5. გიორგი ჩაკვეტაძის დედა: ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა...

"გენტისა" და
საქართველოს ნაკრების გიორგი ჩაკვეტაძის დედასთან ინტერვიუ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში შეიძლება ითქვას პირველი პუბლიკაცია იყო, რომელმაც ახალგაზრდა ტალანტის განვლილი ცხოვრება მკითხველს გააცნო.

მკითხველმა 2018 წლის აღმოჩენად აღიარებული ფეხბურთელის უკვე ცნობილი ისტორია პირველად გაიგო, რომლის მიხედვით პირველად მისი ნიჭი მეზობელმა შეამჩნია და "ნორჩ დინამოში" მიიყვანა.

მადლობა კი ინტერვიუს ავტორს რუსკა კილასონიას ეკუთვნის, რომელიც ჩაკვეტაძის დედას დაუკავშირდა.

Sportall.Ge

4. "შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

სამწუხაროდ ძიუდოს ეს ინციდენტი წლის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ჩვენი ნება, რომ იყოს გვირჩევნია მსგავსი ფაქტი საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ რადგან ინციდენტი მოხდა პრინციპულად მიგვაჩნია ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

Sportall.Ge

3. შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

ეს ამბავი საქართველოს ნაკრების ყაზახეთთან ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩში მოგებას ეხება. "ჯვაროსნებმა" ბოლო ერთა ლიგა 2018 წელს მოგებით დაასრულეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავად ითამაშა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

Sportall.ge-ს ავტორმა და გამოცდილმა მწერალმა ვაჟა ქუნთელიამ ოპერატიულ ამბავს სხარტი სათაური მოუფიქრა და გახარებულ ქართველ გულშემატკივარს ვფიქრობთ ამ შეფასებით სიამაყის გრძნობა ერთი-ორად მოუმატა.

Sportall.Ge

2. ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

სუმოს ისტორიაში პირველად ქართველმა მებრძოლმა ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ იმპერატორის თასი მოიგო. ეს ამბავი ალბათ ყველა ქართველმა გაიგო. მას შემდეგ ყველამ იცოდა ტოჩინოშინის შესახებ. ამის შემდეგ მის მიმართ ინტერესმაც იმატა.

Sportall.Ge

1. 1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

ტოჩინოშინის მიერ იმპერატორის თასის მოგების შემდეგ, როგორც უკვე გითხარი გაიზარდა ინტერესი მისი პერსონისთვის მიმართ. ხოლო სუმოში არსებული ძირძველი ტრადიციებისა და გარკვეული წესებიბს არსებობამ მკითხველში დიდი ინტერესი გააჩინა.

სწორედ ამ სტატიამ დაიმსახურა მკიტხველის ყველაზე ნახვა. Sportall.ge-ზე სუმოს მიმომხილველად ჩვენი ჟურნალისტი გალაქტიონ ესაკია ჩამოყალიბდა, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში მკითხველს სუმოზე სტატიებით გაანებივრა და თითქმის ყველა ბაშოს შეხვდრებს ქართულად კომენტირებას უკეთებდა და ამ სპორტის სახეობის შესახებ მკითხველს მეტ ინფორმაციას აწვდიდა. დაეს კონრეტული სტატიაც მისი მომზადებულია.

Sportall.Ge

Sportall.ge-ს რედაქცია მომავალშიც შეეცდება, რომ მკითხველს მრავალფეროვანი და საინტერესო სტატიები და ინტერვიუები შესთავაზოს. გილოცავთ ახალ 2019 წელს!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველას გილოცავთ ახალ წელს
T.k
31 დეკემბერი 2018 19:40
1
მაინც მუცლის გარშემო ტრიალებს ჩვენი ინტერესები :)
ლუკა
29 დეკემბერი 2018 22:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული