Sportall.ge-მ საქართველოს ნაკრების 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი აირჩია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მწვრთნელად Sportall.ge-ს მკითხველმა ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი დაასახელა.

ვაისმა 960 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 47.7 პროცენტია.

სულ მკითხველს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის შეეძლო. მეორე ადგილზე 556 ხმით (27.6%) "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გავიდა.

მესამე პოზიცია კი 498 ხმით (24.7) კალათბურთელთა ნაკრების თავკაცს ილიას ზუროსს ერგო.

გამოკითხვა Sportall.ge-ზე სამი დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა და მასში მონაწილეობა სულ 2014-მა ადამიანმა მიიღო.

altSportall.ge-ს მკითხველმა 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი აირჩია

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა თქმა უნდა, საუკეთესო მწვრთნელი კალათბურთელთა ნაკრებს ყავს. ილიას ზუროსმა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კალათბურთელებით შესანიშნავი თამაშები გვიჩვენა. ისრაელის ნაკრების შინ და გასვლაზე დამარცხება მართლაც დიდებული შედეგია. საბერძნეთთან მატჩი ხომ საერთოდ, 1970-80-იან წლებში თბილისის დინამო-ცსკა-ს მატჩების შემდეგ ასეთი სანახაობა აღარ ყოფილა. ვაისის საფეხბურთო ნაკრებს რა აქვს სატრაბახო, "ჭ" კლასის მოყვარულ ფეხბურთელებთან მოგება?! არასერიოზულად მოხდა გამარჯვებულის შერჩევა!
ლევანი
12:03 03-01-2019
1
ყაზახეთს,ანდორას და ლიტვას მოვუგეთ და მწრვრთნელი ყველას ჯობია? სირცხვილია ხალხო ვაისი როგორ უნდა დაასახელო პირველ ადგილზე
ვახო
01:33 28-12-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული