2018 წელს ქართულმა სპორტმა ბევრი სიხარული მოუტანა გულშემატკივარს და ჩვენ კი ვცდილობდით ეს სიხარული ოპერატიულად მიგვეწოდებინა მკითხველისთვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველის ჩართულობა, რადგან თქვენს გარეშე ჩვენს საქმიანობას ხიბლი ეკარგება. ჩვენ კი ახალ წელს უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
ჩვენი სარედქციო გუნდი ულოცავს მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს მკითხველს ახალ 2019 წელს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, მშვიდობას, დასახული მიზნებისა და ოცნებების ასრულებას უსურვებს!
გილოცავთ ახალ წელს!!!