ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლი: ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ [PHOTO]

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მოდელი ნეკა დოროკაშვილია.

ნეკა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში წყვილის ცხოვრების შესახებ საუბრობს და საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან.

"სტუდენტობისას "მის უნივერსიტეტი" გავხდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი, თავი დავანებე მოდელობაზე ფიქრს და ჯიპაში ჩავაბარე პიარის განხრით. ლუკასი ახლა სამი წლის არის და დროა, დავუბრუნდე მოდელობას. ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ. მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიც
უკეთეს პირობებს­ შემომთავაზებს, იმას ავირჩევ. ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები - ეს არის ჩემი მიმართულება", - ამბობს ნეკა.

ნეკა დოროკაშვილს ნამდვილად მოდელის გარეგნობა აქვს. ამაში ჩვენი ფოტოგალერეაც დაგარწმუნებთ.

Sportall.Ge

ხოლო სტატიის სრული ვერსიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ
მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფერიც არ წასულა.ზნეობა,Თავმდაბლობა და ელემენტარულად რასაც ქვია Შენი,Შენი უნდა'იყოს.aburjga გეთანხმები ბატონო ორივე ხელით.
კახა ქ.
18:39 24-05-2020
0
ნიკოლოზი კიდევ ბევრ მოდელს გამოიცვლის, ჯერ სად ხართ! დიდი მუზარადების მოგებას რომ დაიწყებს, მსოფლიოს ტოპმოდელები ფეხქვეშ დაეგებიან. ქალის ცდუნება ოხერი რამ არის ;)
ლუკა
22:20 09-01-2019
40
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული