კრიშტიანო რონალდო 19 მლნ ევრომდე ჯარიმას გადაიხდის და პირობით 23-თვიან სასჯელს მიიღებს

AutoSharing Option
დღეს, 22 იანვარს, მადრდიში სასამართლო სხდომა გაიმართება, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს გადასახადების დამალვის საქმეს ეხება.

ფეხბურთელი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე წავიდა და ჯარიმის, 18.8 მლნ ევროს გადახდას დათანხმდა. აქვე გეტყვით, ადრე რონალდომ ესპანეთის ხაზინას 13.4 ევრო დაუბრუნა.

გარდა ამისა, ფეხბურთელს 23-თვიან ციხეს მიუსჯიან, თუმცა განაჩენი პირობით ხასიათს ატარებს, რადგან პერიოდი ორ წელს არ აღემატება და დარღვევა ძალადობას არ ეხება.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს ესპანეთში 2011-დან 2014 წლების პერიოდში, როცა მადრიდის "რეალში" გამოდიოდა, გადასახადების დამალვას აბრალებენ. ზიანი 14.7 მლნ ევროდაა შეფასებული.

საბოლოო
ვერდიქტს სასამართლო უახლოეს დღეებში გამოიტანს, - იტყობინება BBC.

altრონალდომ ინგლისში სახლი 3.25 მილიონად გაყიდა

altლას-ვეგასის პოლიციამ კრიშტიანო რონალდოს დნმ-ის ანალიზის აღებაზე ორდერი გასცა

alt"ის ფსიქოპათია და მოკვლით მემუქრებოდა" - რონალდოს ყოფილი კეტრინ მაიროგას გამოექომაგა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული