სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლს ესროლეს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, მათი არხის სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლს ესროლეს.

მათი ინფორმაციით, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

"როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე, აივნის დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს ტყვია, ვუთხარი, ისევ დაედო თავის ადგილზე. როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო საახალწლო გართობა, დავრეკე პოლიციაში.

ძალიან მიჭირს რამესთან დაკავშირება. ფაქტია, რომ აქ არის ტყვია და კარს ეტყობა ნატყვიარი" -ამბობს
დავით ერაძე "რუსთავი 2"-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ დაარტყა გეგა გეგეშიძემ ევროპის ჩემპიონს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

altჩხუბი ჭიდაობის ჩემპიონატზე - რუსთავი 2-ის ექსკლუზიური კადრები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მასრა გასროლის ადგილზე რჩება, მანდ ტყვიის გულა იქნება დავარდნილი. პრაფესორებოო...
სტატუს ქუო
18:11 25-01-2019
0
მაგი გაფრინდაშვილის ან გვარამიას მიერ დადებული მასრა იქნება. არ იკადრებდით?!)))
dima
17:10 25-01-2019
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული