საქართველოში სპორტში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

AutoSharing Option
ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ითაა გაზრდილი - ამის შესახებ ქართული სპორტის სტატისტიკის ვებგვერდი იუწყება.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების - 23%.

აღსანიშნავია პარასპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პარასპორტის პოპულარიზაციასა და მასში ჩართული პირების რაოდენობის ზრდას. ამჟამინდელი მონაცემებით, პარასპორტსმენთა საერთო რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა და ამჟამად
954-ს შეადგენს.

წყარო: sportstat.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგი ახალი ამბავია.
გიორგი
15:07 12-03-2019
0

სიახლეები პოპულარული