ფეხბურთი, მსაჯობა, "მილანი" - გამომწვევი მოდელი კლაუდია რომანი [PHOTO]

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მოდელის, წარმოშობით სერბის და დიდწილად აშშ-ში მცხოვრები კლაუდია რომანის თითქმის შიშველი ფოტოები არაერთხელ გამოქვეყნებულა როგორც ბეჭდურ მედიაში, ისე ინტერნეტსივრცეში.

ეს ჩვეულებრივი ამბავია. კლაუდია მოდელია, უთამაშია ფილმებში, მონაწილეობს რეალითი-შოუებში... მოკლედ, ერთობ პოპულარული სახეა. მოდების დანიური ჟურნალის მიერ ის დასახელებული იყო მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის.

რომანი ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებზე ყოფილა, როგორებიცაა GQ და Maxim-ი. ასევე იყო ფონდ Gran Fondo Giro d'Italia-ს, იტალიის მორაგბეთა ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ L'Aquila Calcio 1927-ს წარმომადგენელი, რომელიც ახლა სერია D-ში გამოდის.

მოდელს
"ინსტაგრამზე" მილიონამდე მიმდევარი ჰყავს და ეს რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

36 წლის კლაუდია რომანი ასევე მსაჯის ლიცენზიასაც ფლობს, რომლის ძალითაც სერია A-ს და B-ს მატჩების განსჯის უფლება აქვს. გოგონამ შესაბამისი ლიცენზიის მოსაპოვებელი გამოცდები რამდენიმე წლის წინ წარმატებით ჩააბარა, თუმცა აქტიურ სამსაჯო კარიერაში ჯერ არ ჩართულა.

ბუნებრივია, მსაჯობის უპირველესი ვალდებულებათაგანი მისი მიუკერძოებლობა უნდა იყოს, მაგრამ რომანი, რომელმაც ადრე ბიკინით და "მილანის" მაისურით იპოზიორა (ის ბავშვობიდან "როსონერის" დიდი ქომაგია), განა შეიძლება ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს ამ გუნდის მონაწილეობით მატჩების განსჯის დროს?

რასაკვირველია, რომანის ფოტოებით ყველაზე მეტად "როსონერის" ფანებმა გაიხარეს. აღსანიშნავია, რომ მოდელთან რომანი ფილიპო ინძაგის ჰქონდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მივიღე გამოწვევა!
ვვვ
22 მარტი 2019 14:48
0
რაო კლაუდიამ, რა მინდაო? DD
Geo_Dinamo
22 მარტი 2019 02:40
0
ბავშვებიც შემოდიან აქ ... ინფო გამოგველია?
ბოლოს და ბოლოს სხვანაირადაც შეიძლება ქალის სილამაზის ჩვენება
Homeros
21 მარტი 2019 22:43
0
ნამეტანი "გოგონა"ხომ არ არის?
სოსო
21 მარტი 2019 20:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული