სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ტალახაძე ლაშა თალაკვაძედ მოიხსენია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ლაშა თალაკვაძედ მოიხსენია.

მედლების პირველი კომპლექტის გათამაშებამდე ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონატის გახსნის მოკლე ცერემონია შედგა - მისასალმებელი სიტყვებით, მონაწილე ქვეყანათა დროშების აღლუმით და ქართული ფოლკლორით.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ურსო.

Sportall.Ge

"მოვუწოდებ სპორტსმენებს დაიცვან ფეარ პლეის - სამართლიანი თამაშის წესები. მადლობა ევროპას ამ ნდობისთვის," - განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა

კახიაშვილმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანტონიო ურსოს საგანგებოდ მისთვის დამზადებული ჯილდო გადასცა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამარც ხვინო დედაკაცი!მალე ალბათ დემენცია დაეწყება და მერე ნახეთ არევა...
ვაი ჩვენს პატრონს
13 აპრილი 2019 10:01
2
კიდე კაი კობახიძემ ან მდინარაძედ, რომ არ მოიხსენია ან თუნდაც სოფიო კილაძეს.დდდ
ტტტ
06 აპრილი 2019 22:20
2
ჩვენი "პრეზიდენტი" ყოველთვის და ყველგან ზრუნავს ხალხის გახალისებაზე....მისთვის მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი მეგონა მხოლოდ ბიძო იყო, მაგრამ თურმე გულში თალაკვაძეს სიმპათიები ჰქონიააა;) ნუ ლაშა ტალახაძეს რომ არ აღიარებს ფაქტია..;) ეეეხ
სპორტ ფაზა
06 აპრილი 2019 18:07
4
Saqartvelos yvelaze magari sporcmenis gvari romarunda shegeshalos eg paqtia raundoda mand sityvit gamosasvlelad jer qartuli iswavlos karqad
Bacho
06 აპრილი 2019 17:01
2
აუჰ რა მომხდარა, ცოცხები ჩქარა! ნიკა გვარამიად ხომ არ მოუხსენიებია; ქართულ ძალოსნობას რომ ქომაგობდეს და რომ არ შეშლოდა, რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა. შედარებისთვის - ეს შეცდომა ღიმილისმომგვრელია და აი სააკაშვილმა რუსთაველი და რაფიელ ერისთავი რომ აურია ერთმანეთში, ეს იყო სამარცხვინო
მერაბ გ.
06 აპრილი 2019 16:47
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული