"როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა"

AutoSharing Option
ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"ჩაქუჩა" ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება. რატომ უწოდებს ავთანდილ ხურციძე საქართველოს მთავრობას "მოღალატეს", რამდენ კოლუმბიელს მოსცხო "ბებერი მუშტი" და როგორ "გააშავა" საპატიმრო ფერადკანიანებთან გადაღებული ფოტოთი, წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან, რომლიდანაც
ამონარიდებს გთავაზობთ:

- ის ხომ მართალია, რომ ჩხუბში შულაიას დასახმარებლად ჩაერთე?
- როცა "კამერაში" შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა. შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია.

- ორი ქართველი აღმოჩნდით თხუთმეტი კოლუმბიელის წინააღმდეგ. არავინ გეხმარებოდათ?
- ერთი მოლდოველი ბიჭი იყო, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. საშხაპეში სულ სამი განყოფილებაა და 15 კაცი ერთდროულად ბანაობდით-მეთქი? (იცინის)

მკითხველის კომენტარები / 6 /
dato-ს - ნუ ბოდავთ ;)
Dato
12 აპრილი 2019 08:28
4
გაწირა ჩვენმა მთავრობამ. იცოდნენ აქედან, რომ გაფრინდებოდა ამერიკაში დააკავებდნენ და არ გააფრთხილეს საზღვარზე. ასეთი ნაძირალა მთავრობა გვყავს
dato
09 აპრილი 2019 12:05
10
თუ ხარ სპორტსმენი, სპორტსმენი უნდა იყო და კრიმინალებთან საერთო არ უნდა გქონდეს. მე არ მინდა ასეთი პიროვნება როდისმე ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ გამოვიდეს. ჩემთვის ეს სპორტსმენი აღარ არის.
Geo_Dinamo
09 აპრილი 2019 01:35
13
მინიმუმ იმდენჯერ აქვს საქართველო ნასახელები, რომ უარყოფით კომენტარებს ამდენი მოწონება არ უნდა ჰქონდეს!
მოქალაქე
08 აპრილი 2019 22:25
17
ნეტა რა დაუწუნე ამას ფიქრის.ბევრისგან განსხვავებით კაცია და ქართველი ვაჟკაცია.გენაცვალე ავთანდილ მაგარი კაცი ხარ და დარწმუნებული ვარ მალე გამოხვალ.
Buxrika
08 აპრილი 2019 21:28
16
ვგულშემატკივრობ ავთოს,მაგრამ მისი აზროვნებისა,ვერაფერი გავიგე.საერთოდ ფიქრობს ნეტავი?
სოსო
08 აპრილი 2019 14:22
7

სიახლეები პოპულარული