სხვა

საინტერესო ამბები

ქერა ლამაზმანი, რომელიც "აიაქსის" ვარსკვლავის წარმატების საწინდარია [PHOTO]

AutoSharing Option
დევიდ ნერესი აქტიურად მიიწევს წინ კარიერაში.

2017 წლის იანვარში ის "სან-პაოლოდან" ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა და ახლა უამრავი გრანდის სამიზნეშია.

ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" გაგდებაში მისი წვლილი საკმაოდ დიდია. ამასთან ერთად, ნერესის დიდი იმედი აქვს ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ტიტეს.

თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელის ადაპტაცია ახალ ქვეყანასთან საკმაოდ რთულად მიდიოდა.

"აქ ყველაფერი უცნაურად ჩანს და თავს ცოტა არ იყოს, მარტოსულად ვგრძნობ. თავისუფალ დროს FIFA-ს თამაში მომწონს და ბევრი მძინავს", - ამბობდა დევიდი ჰოლანდიაში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

ის უკვე
მზად იყო, შინ დაბრუნებულიყო, თუმცა მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა მოდელმა კირა ვაინონამ, რომელიც შემთხვევით გაიცნო.

ლამაზმანი მას თავიდან ინგლისურს ასწავლიდა, თუმცა შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ დაახლოვდნენ და ახლა ვაინონა სწავლობს პორტუგალიურს.

ქერა მოდელი ამჟამად ლონდონში მუშაობს და მუდმივად უწევს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა. ის ცდილობს, მუდამ დაესწროს დევიდის მატჩებს და მადრიდში ტრიბუნებზეც დააფიქსირეს, სადაც ბრაზილელმა ტიბო კურტუას გაუტანა.

შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელის წარმატება ამსტერდამში კირას დამსახურებაა, რომელიც ადაპტაციაში დაეხმარა.

თავად ნერესი კი The Sun-თან საუბარში ამბობს, რომ კირა "ინსტაგრამზე" გაიცნო:

"ინსტაგრამში" ვიპოვე და მესიჯი გავუგზავნე: "მე დევიდ ნერესი ვარ, მოდი ჩემთან". ეს საკმარისი იყო შესახვედრად", - თქვა ნერესმა.

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ