სხვა

საინტერესო ამბები

"ბარსელონას" ფეხბურთელის ცოლი 2 წელი ჯარში მსახურობდა და ახლა მოდელია [PHOTO]

AutoSharing Option
კორალ სიმანოვიჩი უნიკალური ქალია.

სიმანოვიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელის, სერხი რობერტოს მეუღლეა.

ლამაზმანი ნიუ-იორკში დაიბადა, აქვს ისრაელის მოქალაქეობა, მაგრამ ქმართან კატალონიაში ცხოვრობს. სამოდელო კარიერამდე ის ორი წელი ჯარში მსახურობდა. ისრაელში ეს ნორმაა და ქალების უმეტესობა სამხედრო სამსახურს გადის.

ამ დროისთვის მის "ინსტაგრამზე" 704 ათასი გამომწერია, ხოლო მისი მთავარი მიღწევა პირადი ბრენდის შექმნაა - CORAL SIMANOVICH.

რაც შეეხება სერხი რობერტოს, ის 27 წლისაა და "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელი კატალონიელთა სისტემაში 2006 წლიდან ირიცხება.

2018/19 წლების სეზონში მის ანგარიშზე 39 ჩატარებულ მატჩში 7 საგოლე
გადაცემაა.

Sportall.Ge