გაიცანით ყველაზე მიმზიდველი კანადელი ფეხბურთელი [PHOTO]

AutoSharing Option
კანადის ქალთა საფეხბურთო ნაკრები განსაკუთრებული შედეგებით არ გამოირჩევა და არც გამოირჩეოდა, თუმცა კანადელთა მცველი ლორენ სესელმანი მართლაც გამორჩეული ქალია თავისი სილამაზით.

35 წლის სესელმანი კალიფორნიულ "სანტა კლარიტა ბლუ ჰითის" მოთამაშეა და ეროვნულ ნაკრებში 46 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კარიერის დასაწყისში სესელმანი თავდამსხმელად თამაშობდა, თუმცა შემდეგ მარცხენა მცველად გადაიყვანეს.

ლორენს 2012 წელს კანადის გუნდთან ერთად ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული და ეს ყველაზე დიდი წარმატებაა კანადის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ისტორიაში.

ლორენ სესელმანი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული. თუმცა
"ინსტაგრამზე" 100 000-მდე ფოლოუერი ჰყავს და უყურადღებობას ნამდვილად არ განიცდის.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
უალამაზესია მართლაც
გიორგი
14:24 23-07-2019
0

სიახლეები პოპულარული