სხვა

საინტერესო ამბები

ჰემილტონი "ინსტაგრამ-მოდელთან" ერთად შენიშნეს - ვინ არის მრბოლელის რჩეული? [PHOTO]

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი "ინსტაგრამ-მოდელთან" ერთად შეამჩნიეს.

ჰემილტონი ლოს-ანჯელესში ცნობილი ამერიკელი კომიკოსის, კევინ ჰარტის დაბადების დღის წვეულებაზე იყო მიწვეული.

ბრიტანელი საღამოზე მარტო არ მისულა, მას ამერიკელი ფიტნეს-მოდელი ზაჰრა ელიზი ახლდა. წვეულების შემდეგ ისინი მოდელის სახლში ერთად დაბრუნდნენ.

ადრე ელიზი ტელე-შოუ Wild’n Out-ში მონაწილეობდა და ასევე, მას მორბენალ უსეინ ბოლტთან რომანს მიაწერენ.

Sportall.Ge