"პარადისი ჯგუფმა" 19 სექტემბერს საერთაშორისო სპორტული ბრენდის, "პიკის" პრეზენტაცია მოაწყო.
"პიკი" გახლავთ გრანდ ბრენდი, რომელიც წარმატებით პოზიციონირებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოგვიდგენს როგორც სპორტულ, ასევე ყოველდღიური სტილის ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს.
თუმცა, გარდა ამისა, მაღაზიაში, ასევე, წარმოდგენილია კალათბურთის ხაზი პროფესიონალი და მოყვარული კალათბურთელებისთვის.
ვაჟა-ფშაველას 8 ნომერში მდებარე სპორტული მაღაზია მსოფლიოს მასშტაბით 16 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 5000 მაღაზიას ფლობს.
როგორც ambebi.ge-სთან საუბრისას "პარადისი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ავალიშვილმა აღნიშნა, ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ "პიკი" მომხმარებელს მაღალ ხარისხს საკმაოდ დაბალ ფასად
სთავაზობს.
ნინო ავალიშვილი: "დღეს "პარადისი ჯგუფმა" უმასპინძლა ისეთ გიგანტ ბრენდს საქართველოში, როგორიც "პიკია". მაღაზიაში წარმოდგენილია ყოველდღიური და სპორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი ჩვენი ბრენდ ამბასადორების კოლექციიდან.
ჩვენ არ ვყიდით სახელს, ჩვენ ვყიდით ხარისხს - სწორედ ეს არის მთავარი, რის გამოც მომხმარებელმა უნდა გააკეთოს არჩევანი "პიკზე". მთავარია, ყველამ გაიგოს, რომ ეს არის ახალი სიტყვა. არ არის საჭირო დიდი თანხების გადახდა ფეხსაცმელსა და ტანისამოსში იმისთვის, რომ კომფორტულად გეცვას".
"პარადისი" ჯგუფი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს. ჯგუფი წარმატებით ხელმძღვანელობს არაერთ ბრენდულ მაღაზიას და საქართველოში ისეთი ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა New balance, Emporio Armani EA7, Ted Lapidus , FILA და ახლა უკვე Peak.
დავით ხახიაშვილი - "პარადისი ჯგუფის" დამფუძნებელი: "ჩვენი ბრენდი საქართველოში 10 წელზე მეტია წარმოდგენილია და ოპერირებს ისეთი წამყვანი ბრენდებით, როგორებიცაა - New balance, Emporio Armani EA7, Ted Lapidus.
"პიკი" აცმევს ისეთ კალათბურთელებს, როგორებიც არიან დუაით ჰოვარდი, ტონი პარკერი. ახლა შევამატეთ ეს ძალიან კარგი ხარისხის ბრენდი "პიკი", რომელიც გამოირჩევა იმით, რომ აქვს უზარმაზარი არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასი, მიჰყვება მაღალ მოდას. მათ ჰყავთ თანამედროვე დიზაინერები. იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენი ერთგული, ასევე ახალი მომხმარებელი კმაყოფილი იქნება ამ ბრენდით.
"პიკს" აქვს, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ხაზი. "პიკი" არა მარტო სპორტია, არამედ მოდა, თანამედროვე სტილია. დღეს უკვე ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, ადამიანები ხვდებიან, რომ კომფორტული ფეხსაცმელი აქტიური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ გინდათ, რომ გეცვათ მოდურად და არ გადაიხადოთ ძალიან ძვირი, აირჩიეთ "პიკი".
"პიკის" პრეზენტაციაზე მოსული მომხმარებლებისა თუ მოწვეული სტუმრების განწყობაზე კი მოცეკვავეებმა და დიჯეიმ იზრუნეს. გათამაშდა უამრავი პრიზი. აქ მოსულ სტუმრებს ამ დღისთვის განკუთვნილი სპეციალური ფასდაკლების მიღება ხვდათ წილად.
ზურაბ ბოქოლიშვილი - "იყავი აქტიური საქართველოში" ხელმძღვანელი: "ჩემი სააგენტოს ერთ-ერთი კლიენტი ტონი პარკერი გახლდათ. "სან ანტონიოს" ვარსკვლავი "პიკის" გამორჩეული, პირველი სახე იყო. "პიკმა" დაამტკიცა ამ მოკლე პერიოდში ხარისხთან შესაბამისობა და გამორჩეული დიზაინი, რაც სპორტულ სამყაროში მნიშვნელოვანია".